|
დასახელება:
ლუდის ჩამომსხმელი, მზარეულის დამხმარე, მოლარე
|
| მომწოდებელი:
ლუდი და კანჭი
|
|
გამოქვეყნდა: 25 მაისი
/ ბოლო ვადა: 25 ივნისი
|
ჩამოსასხმელი ლუდის მაღაზია "ლუდი და კანჭი" აცხადებს ვაკანსიას 3 განსხვავებულ პოზიციაზე: ლუდის ჩამომსხმელი, მზარეულის დამხმარე და მოლარე.
საერთო სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი (სამუშაო დღეების გადანაწილება შეთანხმებით).
** დასვენება: კვირაში 2 დღე.
** ანაზღაურება: 1100 ლარიდან
1) ლუდის ჩამომსხმელი
მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის ჩამოსასხმელი ლუდის ასორტიმენტის გაცნობა და სწორი ჩამოსხმა.
** პროდუქციის მარაგების კონტროლი და ლუდის კასრების (კეგების) შეცვლა.
** ჩამომსხმელი აპარატების და სამუშაო ზონის სისუფთავის შენარჩუნება.
2) მზარეულის დამხმარე
მოვალეობები:
** კერძების მომზადება გაზის გრილზე.
** ინგრედიენტების წინასწარი მომზადება.
** სამზარეულოში ჰიგიენური ნორმებისა და სისუფთავის მკაცრი დაცვა.
3) მოლარე
მოვალეობები:
** მომხმარებლის თავაზიანი მომსახურება და შეკვეთების მიღება.
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება (სალარო აპარატთან და ტერმინალთან მუშაობა).
** დღის ბოლოს სალაროს დახურვა და შესაბამისი ანგარიშგება.
ძირითადი მოთხოვნები და საჭირო უნარ-ჩვევები ყველა კანდიდატისთვის:
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
** გუნდური მუშაობის უნარი და პოზიტიური განწყობა.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად (არარსებობის შემთხვევაში, ადგილზე შეგასწავლით).
როგორ მოგვმართოთ
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: s.sukhashvili@gmail.com ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 598258358
|
|
|
|