Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=723972&print=yes&view=jobs
 
პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტი
მომწოდებელი: განათლების ხარისხის განვითარების ეროვნ. ცენტრი
გამოქვეყნდა: 25 მაისი / ბოლო ვადა: 25 ივნისი
სსიპ - "განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი" აცხადებს კონკურსს პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტთა შესარჩევად

შესარჩევ კანდიდატთა რაოდენობა: შეირჩევა ყველა ის კანდიდატი, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს.

პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტის საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

** პროფესიული ან აკადემიური უმაღლესი განათლება (სასურველია ბაკალავრის/მაგისტრის კვალიფიკაცია განათლების ადმინისტრირების/ბიზნესის ადმინისტრირების/სოციალური მეცნიერებების მიმართულებით);
** პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებული შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

- "პროფესიული განათლების შესახებ" საქართველოს კანონი;
- "განათლების ხარისხის განვითარების შესახებ" საქართველოს კანონი;
- "საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანება;
- "ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანება;
- "პროფესიული განათლების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული კანონქვემდებარე აქტები;

** კომპიუტერული პროგრამების (MICROSOFT WORD; EXCEL; POWER POINT) ცოდნა;
** ენები: სავალდებულოა ქართულ ენაზე გამართული წერითი და ზეპირი მეტყველება; სასურველია უცხო ენის (ინგლისური, რუსული და სხვა) ცოდნა;
** შემდეგი უნარების/პიროვნული თვისებების ქონა:

- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
- კონფლიქტების მართვა;
- ემოციური ინტელექტი;
- მოტივაცია;
- გუნდური მუშაობა;
- ეფექტური კომუნიკაცია;
- პრეზენტაციის მომზადება;
- სამართლიანობა;
- პასუხისმგებლიანობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- ვადებზე ორიენტირებულობა;
- ყურადღების კონცენტრაცია;

** კომპეტენციები:

- პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის შეფასების კომპეტენცია;
- საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების კომპეტენცია;
- პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პერსონალის მართვასა და განვითარებასთან დაკავშირებული პროცესების შეფასების კომპეტენცია;
- პროფესიული სტუდენტების უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების შეფასების კომპეტენცია;
- პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მატერიალური რესურსებისა და ინფრასტრუქტურის შეფასების კომპეტენცია;
- პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ფინანსური მდგრადობის შეფასების კომპეტენცია;
- ხარისხის მართვასთან დაკავშირებული საქმიანობის კვლევის ჩატარების კომპეტენცია;
- თვითშეფასების დოკუმენტის მომზადების კომპეტენცია;
- პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ხარისხის მართვის მექანიზმების შემუშავების კომპეტენცია.

პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტის ფუნქციებია:

** ცენტრის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის წინასწარ შესწავლა და ანალიზი, ადმინისტრაციული წარმოების მიზნების შესაბამისად (ავტორიზაცია, პროგრამის დამატება, მონიტორინგი და სხვა);
** დოკუმენტაციის საფუძველზე შენიშვნების, მოსაზრებებისა და შეკითხვების მომზადება და ექსპერტთა ჯგუფში გაზიარება;
** ვიზიტის დღის წესრიგის შემუშავებაში მონაწილეობა, ხოლო თავმჯდომარის შემთხვევაში -
მისი კოორდინაცია და დამტკიცება;
** ექსპერტთა ჯგუფის წევრებს შორის მოვალეობების ეფექტიანი განაწილება (თავმჯდომარის შემთხვევაში), მათი კომპეტენციის გათვალისწინებით;

** დაწესებულებაში ვიზიტის ფარგლებში:

- ინტერვიუების ჩატარება დაწესებულების წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან;
- ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების დათვალიერება;
- საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დოკუმენტაციის გამოთხოვა;

** ვიზიტის მიმდინარეობისას და დასრულებისას ძირითადი მიგნებების იდენტიფიცირება, გაზიარება და შეჯამება (თავმჯდომარე - პროცესის ხელმძღვანელობით);
** საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში დასკვნის პროექტის მომზადებაში მონაწილეობა, ხოლო თავმჯდომარის შემთხვევაში - დასკვნის პროექტის ფორმირება და წარდგენა;
** დაწესებულების მიერ წარმოდგენილი არგუმენტირებული პოზიციის გათვალისწინება და საბოლოო დასკვნის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა;
** საჭიროების შემთხვევაში ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასებისთვის დამატებითი აქტივობების განხორციელება;
** შესაბამის საბჭოს სხდომაზე დასკვნის წარდგენა და განხილვაში მონაწილეობა;
** დასკვნის პროექტზე დაწესებულების არგუმენტირებული პოზიციის გაცნობა და ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარისთვის საკუთარი მოსაზრების წარდგენა პროექტში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, დასკვნის საბოლოო სახით ჩამოყალიბებამდე;
** დასკვნის საბოლოო სახით ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მიღება;
** საკუთარი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე განხილვაში მონაწილეობა.

პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტის შერჩევის მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კანდიდატი ვალდებულია:

** წარადგინოს ავტობიოგრაფია - CV, რომლითაც უნდა დასტურდებოდეს კანდიდატის სამუშაო გამოცდილება, ასევე, მე-3 მუხლის "გ)" და "დ)" პუნქტებით განსაზღვრული ცოდნა;
** განაცხადს უნდა დაერთოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ (ებ)ის ასლები;
** სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე.

პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტთა შერჩევის მიზნით გამოცხადებული კონკურსის ეტაპებად განსაზღვრულია:

** განაცხადის წარდგენა - 2026 წლის 25 მაისიდან 2026 წლის 9 ივნისის ჩათვლით;
** განაცხადების გადარჩევა - 2026 წლის 19 ივნისის ჩათვლით;
** კანდიდატთა შეფასება (გასაუბრება) - 2026 წლის 21 ივლისის ჩათვლით.
** კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატთა წარდგენა ცენტრის დირექტორისათვის - 2026 წლის 24 ივლისის ჩათვლით;
** ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით პირის შეყვანა ექსპერტთა კორპუსში - 2026 წლის 31 ივლისის ჩათვლით.

განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს მხოლოდ ცენტრის ელექტრონული ფოსტის - jobs@eqe.ge - მეშვეობით.

გთხოვთ, წერილის დასახელების ველში, "subject line" - ში, მიუთითოთ ვაკანსიის ზუსტი

დასახელება: პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია