Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=723971&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების წარმომადგენელი - HoReCa მიმართულება - თბილისი, ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების წარმომადგენელი - HoReCa მიმართულება
მომწოდებელი: პონტო დისტიბუშენი
გამოქვეყნდა: 25 მაისი / ბოლო ვადა: 25 ივნისი
კომპანია "პონტო დისტრიბუშენი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე.

ვეძებთ 2 აქტიურ და კომუნიკაბელურ თანამშრომელს:

** 1 წარმომადგენელი — თბილისი
** 1 წარმომადგენელი — ბათუმი

კომპანია საქმიანობს პრემიუმ ხარისხის რძის პროდუქტებისა და დისტრიბუციის მიმართულებით.

პირველ ეტაპზე ჩვენი მთავარი მიზანია HoReCa სექტორში (რესტორნები, სასტუმროები, კაფეები, პიცერიები, ხაჭაპურის ობიექტები და სხვა) ახალი პარტნიორი ობიექტების მოძიება, განსაკუთრებით იმ მომხმარებლების, რომლებიც დიდი რაოდენობით ყველს მოიხმარენ.

ანაზღაურება და პირობები:

** ფიქსირებული ხელფასი — 750 ლარი
** გაყიდვებიდან 3%
** დამატებითი ბონუსების სისტემა
** საწვავის მხარდაჭერა
** პროდუქციის დეგუსტაციისა და სამუშაო მასალების უზრუნველყოფა
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა

ძირითადი მოვალეობები:

** HoReCa ობიექტების მოძიება და მონახულება
** ახალი კლიენტების დამატება
** პროდუქციის შეთავაზება და პრეზენტაცია
** დეგუსტაციის შეთავაზება
** შეკვეთების მიღება და კონტროლი
** პარტნიორ ობიექტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება
** ბაზრის მონიტორინგი და ახალი შესაძლებლობების მოძიება

როგორ მუშაობს პროცესი:

** თბილისში პროდუქციის დეგუსტაციისა და მიწოდების შესაძლებლობა ხელმისაწვდომია ყოველდღიურად.
** ბათუმის მიმართულებით პროდუქციის მიწოდება და დეგუსტაციის ორგანიზება ხდება კვირაში ერთხელ, წინასწარ დაგეგმილი შეკვეთების საფუძველზე.

გაყიდვების წარმომადგენლის მთავარი ამოცანაა:

** პოტენციური ობიექტების მოძიება
** პროდუქციის დაგემოვნების შეთავაზება
** შეკვეთების აკრეფა
** პარტნიორული ქსელის განვითარება

ვის ვეძებთ:

** ენერგიულ და კომუნიკაბელურ ადამიანს
** შედეგზე ორიენტირებულ კანდიდატს
** ადამიანს, რომელსაც შეუძლია დამოუკიდებლად მუშაობა
** გაყიდვების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** საკუთარი ავტომობილის არსებობა სასურველია

საკონტაქტო ელფოსტა: g.jincharadze1985@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია