Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=723938&print=yes&view=jobs
 
ბარისტა/ბარმენი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარისტა/ბარმენი
მომწოდებელი: მილანური ბისტრო
გამოქვეყნდა: 23 მაისი / ბოლო ვადა: 23 ივნისი
პეკინის გამზირზე მდებარე "მილანური ბისტრო", რომელიც ბაზარზე 2017 წლიდან წარმატებით ოპერირებს, ეძებს ადამიანს, რომელსაც უყვარს ხარისხიანი ყავა, ესმის სერვისის მნიშვნელობა და შეუძლია ბარის მიმართულებითაც კომფორტულად მუშაობა.

თუ გაქვს გამოცდილება ბარისტას პოზიციაზე და პარალელურად ფლობ სტანდარტული კოქტეილებისა და სასმელების მომზადების უნარს, მოხარული ვიქნებით გაგიცნოთ.

სამუშაო გარემო მოიცავს მრავალფეროვან ყავის მენიუს და პროფესიონალურ Rancilio 2025 აპარატთან მუშაობას.

პირობები:

** ანაზღაურება: 1200₾ (net), დღეში - 50 ლარი
** გრაფიკი: 5/2, კვირაში 5 სამუშაო დღე, ⁠9 საათიანი გრაფიკი
** 1 საათი შესვენება
** სტაფის კვება
** მეგობრული და კომფორტული სამუშაო გარემო

ძირითადი მოვალეობები:

** ყავის სასმელების ხარისხიანად და სტაბილურად მომზადება
** სტანდარტული კოქტეილებისა და ბარის სასმელების მომზადება
** სტუმართან კომუნიკაცია და სასიამოვნო სერვისის უზრუნველყოფა
** სამუშაო სივრცისა და ინვენტარის მოწესრიგება
** ჰიგიენისა და ხარისხის სტანდარტების დაცვა
** საჭიროების შემთხვევაში სერვისის პროცესში ჩართვა და გუნდის დახმარება

სასურველია:

** ბარისტად მუშაობის გამოცდილება
** ბარის საბაზისო ცოდნა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** მოწესრიგებულობა და გუნდური მუშაობის უნარი
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 551 122 624
ან გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: bistroground84@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია