Робота для біженців з України
დაცვის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დაცვის თანამშრომელი
მომწოდებელი: ხელოვნების ფონდი ანაგი
გამოქვეყნდა: 23 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
"ანაგი" აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის თანამდებობაზე.

ვაკანსია:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ავალიშვილის №12
** სამუშაო გრაფიკი: სამშაბათი-კვირა (40 საათი)
** დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
** ანაზღაურება: 1400 ლარი

კომპანიის შესახებ:

"ხელოვნების ფონდი ანაგის" გალერეა წარმოადგენს კულტურულ სივრცეს, რომელიც აერთიანებს თანამედროვე და კლასიკური ხელოვნების ნიმუშებს, მხარს უჭერს ქართველ და საერთაშორისო ხელოვანებს და ქმნის გარემოს ხელოვნების პოპულარიზაციისთვის. გალერეა რეგულარულად მასპინძლობს გამოფენებს, კულტურულ ღონისძიებებსა და სხვადასხვა შემოქმედებით აქტივობას, რაც სტუმრებს განსაკუთრებულ გამოცდილებას სთავაზობს.

ძირითადი მოვალეობები:

** გალერეის ტერიტორიისა და ექსპონატების დაცვა;
** ვიზიტორების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** ობიექტზე წესრიგისა და დისციპლინის კონტროლი;
** ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების მონიტორინგი;
** საეჭვო ან საგანგებო სიტუაციებზე დროული რეაგირება;
** ხელმძღვანელობისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
** უსაფრთხოების შიდა რეგულაციების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაციის კარგი უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** მოწესრიგებულობა და დისციპლინირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს მზარდ კომპანიაში;
** ჯანსაღ კორპორაციულ კულტურასა და მხარდამჭერ გუნდს.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV (რეზიუმე) ელფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@anagi.ge

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "დაცვის თანამშრომელი". წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

განაცხადის ბოლო ვადა: 2026 წლის 22 ივნისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე