|
დასახელება:
დღის და ღამის ადმინისტრატორი, საუზმის მზარეული
|
| მომწოდებელი:
სასტუმრო Gladius Inn
|
|
გამოქვეყნდა: 22 მაისი
/ ბოლო ვადა: 22 ივნისი
|
აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ბუტიკური ტიპის სასტუმრო "გლადიუს ინნ" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:
1. დღის და ღამის ადმინისტრატორი
მოთხოვნები:
** ინგლისური ენის ცოდნა;დამატებითი ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა;
** დეტალებისადმი ყურადღებიანი, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
მოვალეობები:
** სასტუმროში მოსული სტუმრების მიღება - განთავსება, გასტუმრება;
** სტუმრებთან ურთიერთობა და კომუნიკაციის წარმართვა;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის სათანადოდ მიწოდება;
** სასტუმროს შიდა ინფორმაციული სისტემის განახლება და ორგანიზება;
** სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება.
2. საუზმის მზარეული
მოთხოვნები:
** საუზმისთვის სხვადასხვა ტიპის კერძების მომზადება სასტუმროს სტანდარტებისა და მენიუს შესაბამისად;
** საუზმის სწორი სერვირების უზრუნველყოფა;
** სამზარეულოს სისუფთავესა და ორგანიზებულობაზე ზრუნვა, უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვა;
** საუზმის მზარეულად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** უნარი სწრაფად და ეფექტიანად იმუშაოს დატვირთულ გარემოში და ერთდროულად გაუმკლავდეს რამდენიმე დავალებას;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე kedarohospitality@gmail.com
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|