Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=723831&print=yes&view=jobs
 
რეზერვაციების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეზერვაციების აგენტი
მომწოდებელი: არქი
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
"არქი ჰოსფითალითი" არის "არქი ჰოლდინგის" შვილობილი სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია, რომელიც მართავს როგორც ბრენდულ, ისე არაბრენდულ სასტუმროებს თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

ჩვენს გუნდში ვეძებთ რეზერვაციების აგენტს.

რას გააკეთებ ამ პოზიციაზე:

** სტუმრების ჯავშნების მიღება და დამუშავება როგორც სატელეფონო, ასევე წერილობითი არხებით;
** ინდივიდუალური და ჯგუფური რეზერვაციების მართვა და სისტემაში რეგისტრაცია;
** სტუმრებთან კომუნიკაცია ელ.ფოსტის, სოციალური ქსელებისა და გაყიდვების სხვა არხების საშუალებით;
** სასტუმროს ნომრების, ტარიფებისა და მიმდინარე შეთავაზებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
** რეზერვაციების სისტემაში სტუმრების მონაცემებისა და საჭირო ინფორმაციის სრულყოფილად ასახვა;
** სტუმრების მოთხოვნებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება;
** სასტუმროს სხვადასხვა დეპარტამენტთან კოორდინაცია მომსახურების ხარისხის უზრუნველსაყოფად.

ვინ გვჭირდება:

** კომუნიკაბელური, პასუხისმგებლობიანი და ორგანიზებული ადამიანი
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სასურველია სასტუმროს პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია

რას გთავაზობთ ჩვენ:

** საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს
** შესაძლებლობას, რეალურად მოახდინო გავლენა ბრენდის ზრდაზე
** კვებას და ჯანმრთელობის დაზღვევას

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: თბილისი, ვ. წითლანაძის N1
** სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი, 09:30-18:30

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@archihospitality.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: რეზერვაციების აგენტი.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 22 ივნისი, 2026.

გაცნობებთ, რომ არქი ჰოსფითალითი კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. მონაცემების ცვლილების ან წაშლის მოთხოვნის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვმართოთ მითითებულ ელფოსტაზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია