|
დასახელება:
სტაციონარში დღის რეგისტრატორი
|
| მომწოდებელი:
კლინიკა ჰელსიკორი
|
|
გამოქვეყნდა: 22 მაისი
/ ბოლო ვადა: 22 ივნისი
|
შპს "ისრაელი-საქართველოს სამედიცინო კვლევითი კლინიკა ჰელსიკორი" აცხადებს ვაკანსიას სტაციონარში დღის რეგისტრატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
** პაციენტის რეგისტრაცია, კლინიკის პროგრამასა და ჯანდაცვის პორტალზე;
** სტაციონარში პაციენტის მიღება და გაწერის რეგისტრაცია;
** პაციენტის მომსახურების შესაბამისი საფასურის პროგრამაში ასახვა, ქვითრის გაცემა, სალაროს შემოსავლის ორდერის ამობეჭდვა;
** კლინიკაში შემოსული პირისათვის პასუხის გაცემა, პაციენტის ვიზიტის დაჯავშნა.
ძირითადი მოთხოვნები:
** აუცილებელია ერთ წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების კარგად (MS Office) ცოდნა;
** სასურველია უცხო ენების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური და დეტალებზე ორიენტირებული;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით;
** გუნდური მუშაობის უნარით;
** მოტივირებული და ორგანიზებული.
ანაზღაურება: დარიცხული 1000 ლარი.
სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV 2026 წლის 09 ივნისამდე შემდეგ მისამართზე: info@hcore.ge
თქვენს მიერ წარმოდგენილი რეზიუმე შეიცავს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული მონაცემები დამუშავდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის
შესაბამისად, კანდიდატთა შერჩევის პროცესის ფარგლებში, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით იმ მიზნით, რომ შესაძლებელია
თქვენი კანდიდატურის განხილვა სხვა შესაბამის პოზიციებზეც. რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ გაეცანით აღნიშნულ ინფორმაციას.
|
|
|
|