Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=723637&print=yes&view=jobs
 
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: სატრანსპორტო კომპანია
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
სატრანსპორტო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

თუ ხარ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე მოტივირებული პიროვნება და გაქვს სურვილი - ჩვენთან ერთად შექმნა შენი განვითარების ისტორია, მაშინ გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე და გახდი ჩვენი გუნდის წევრი ბუღალტრის პოზიციაზე!

მდებარეობა: ზაჰესი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 800 ლარიდან 2 000 ლარამდე (კვალიფიკაციიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე ზრდის პერსპექტივით);

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების/ეკონომიკის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია ამავე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების Word, Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** აუცილებელია საბუღალტრო პროგრამა ORIS-ში მუშაობის გამოცდილება/ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა (პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის დამუშავება;);
** ბუღალტრული გატარების (რეალიზაციის, ხარჯების, ბანკის და ა.შ.) ოპერაციების შესრულება და აღრიცხვა;
** შესყიდვებთან და რეალიზაციებთან დაკავშირებული ანგარიშ-ფაქტურების პროგრამული ასახვა და დადასტურება rs.ge-ზე / RS პორტალზე მუშაობა;
** დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების/ანგარიშების კონტროლი, შედარებები დებიტორ/ კრედიტორებთან;
** სასაქონლე და მატერიალური მარაგების კონტროლი და აღრიცხვა;
** საბანკო ოპერაციების პროგრამულად ასახვა;
** ყოველთვიური დეკლარაციების შევსების პროცესში მონაწილეობა;
** სალარო ნაშთების კონტროლი;
** სხვადასხვა ბუღალტრული ოპერაციების პროგრამული ასახვა;
** კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიკაცია;
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

უნარები:

** მოტივირებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კრიტიკული, ანალიტიკური და სხარტი აზროვნება;
** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
** კომუნიკაბელური, ენერგიული;
** ორგანიზებული.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV), შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infodocumentation15@gmail.com, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ბუღალტერი". რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია