Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=723629&print=yes&view=jobs
 
სერვისისა და საგარანტიო მენეჯერის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვისისა და საგარანტიო მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: Merlons
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
"Merlons"-ის საქმიანობა ეფუძნება ინტერიერის და ექსტერიერის მოსაპირკეთებელი მასალებისა და საყოფაცხოვრებო ავეჯის იმპორტსა და საცალო-კორპორატიულ რეალიზაციას საქართველოში. ჩვენი მისიაა ვიყოთ გამორჩეულად სანდო, მეგობრული და კომპეტენტური კომპანია საზოგადოებასა და გარემოზე დადებითი გავლენის მოსახდენად.

ამჯერად ვეძებთ სერვისისა და საგარანტიო მენეჯერის ასისტენტს.

ეს არის შესაძლებლობა შემოუერთდეთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს და ხელი შეუწყოთ წამყვანი ბრენდის წარმატებას სახლის ინტერიერის ინდუსტრიაში.
ადგილმდებარეობა: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის 142
ანაზღაურება: 1200 ლარი
გრაფიკი: კვირაში ხუთი დღე - 10:00-19:00 საათამდე (დასვენება შაბათი-კვირა)

ფუნქცია-მოვალეობები:

** სერვისის ჯგუფში შემოსული ქეისების განხილვა და ქარხნული წუნის შემთხვევაში მომწოდებლებთან შესაბამისი მოთხოვნების წარდგენა და მონიტორინგი;
** არასაგარანტიო შემთხვევების დროს, საჭირო სათადარიგო ნაწილების კოდების დადგენა და შესყიდვების მენეჯერისთვის გადაგზავნა შემდგომი შეკვეთისთვის;
** მიმდინარე საგარანტიო ქეისების აღრიცხვა და მონაცემთა ბაზის წარმოება (Google Drive);
** დაზიანებული და სარეზერვო საწყობის ნაშთების მუდმივი მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა (მომწოდებლებთან წერილობითი კომუნიკაციისთვის);
** Excel / Google Sheets-თან მუშაობის გამოცდილება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და ახალგაზრდულ გუნდსა და სივრცეს, სადაც თქვენი იდეა და ინიციატივა მნიშვნელოვანია;
** კარიერული დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ყველაზე კარგი შედეგების მქონე თანამშრომლების მოგზაურობისა და დასვენების დაფინანსებას;
** მზარდ ანაზღაურებას.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: office@vitra.com.ge. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სერვისისა და საგარანტიო მენეჯერის ასისტენტი"

დეტალური ინფორმაცია ბრენდის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საიტზე -
https://merlons.ge/ka/ https://www.facebook.com/Merlons.ge
http://vitra.com.ge/ https://www.facebook.com/VitraGeorgia
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია