|
დასახელება:
HR მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
G&A Group
|
|
გამოქვეყნდა: 22 მაისი
/ ბოლო ვადა: 22 ივნისი
|
შპს "G&A GROUP"-ი წარმოადგენს ლოჯისტიკურ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც 2012 წლიდან ახორციელებს გაყინული ხორც პროდუქტების იმპორტს და "რერა"-სა და "ხინდა"-ს ნახევარ ფაბრიკატების წარმოება - დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე.
შპს "G&A GROUP" აცხადებს ვაკანსიას თბილისში HR მენეჯერის პოზიციაზე.
ფუნქცია მოვალეობები:
** კომპანიის მიზნების, ამოცანებისა და სტრატეგიის განსაზღვრასა და დამტკიცებაში
მონაწილეობა;
** ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის, პროცედურების შემუშავება;
** სამუშაო აღწერილობის მომზადება;
** ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება და მონიტორინგი;
** კომპანიის მაღალკვალიფიციური და მოტივირებული კადრებით უზრუნველყოფა;
** კადრების დაკავებულ თანამდებობებთან (პოზიციებთან) შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** კომპანიის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად თანამშრომლების მუდმივი განვითარება მაღალკვალიფიციური, თანამედროვეობის შესაბამისი კადრების შენარჩუნება/მომზადების მიზნით;
** თანამშრომლების მოტივაციისა და კმაყოფილების ზრდა;
** თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება;
** მოხსენებების საფუძველზე მივლინებების, შვებულებების, დანიშვნა- გათავისუფლების საკადრო ბრძანებების მომზადება;
** თანამშრომელთა არსებული პრობლემების გამოვლენა, მათი გადაჭრის გზების გამონახვა და სამართლიანი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა;
** არაფორმალური ურთიერთობის გაუმჯობესების უზრუნველყოფა თანამშრომლებსა და მენეჯმენტს შორის, ღონისძიებების დაგეგმვა;
** სხვადასხვა ხელშეკრულებების, მომზადება, მათზე ხელმოწერის უზრუნველყოფა ორივე მხარის მიერ და შესაბამის პირად საქმეში დაარქივება;
** კომპანიაში ტრენინგების საჭიროების დადგენა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა;
** კომპანიაში მომუშავე თანამშრომლების ჯანმრთელობის და შრომის უსაფრთხოების დაზღვევებში ჩართვა და ამისთვის სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობა;
** სახელფასო პოლიტიკის მართვა, დარღვევებისა და დაკავებების პროგრამაში ასახვა,
** ტაბელის წარმოება, შრომის კანონმდებლობის შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** შრომის კოდექსის ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** ძლიერი ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კარგი წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@gagroup.com.ge. სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|