|
დასახელება:
რეგისტრატორი
|
| მომწოდებელი:
კალანტაროვების კლინიკა
|
|
გამოქვეყნდა: 22 მაისი
/ ბოლო ვადა: 22 ივნისი
|
"კალანტაროვების კლინიკა", პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის ცენტრი დაფუძნებულია პროფესიონალიზმზე.
პოზიცია: რეგისტრატორი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გივი ჟვანიას ქ. N 4;
გრაფიკი: ორშაბათი- პარასკევი 09:00 -18:00;
განაკვეთი: სრული - კვირაში 40 სააათი
შესვენება: 13:00 - 15:00 საათი
ფუნქცია-მოვალეობები:
** პაციენტების შესაბამის პროგრამაში რეგისტრაცია ;
** პაციენტებისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება;
** დოკუმენტაციის შემოწმება;
** დარეგისტრირებული პაციენტის შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება;
** პაციენტის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება (მოძიება/გადამოწმება);
** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა და პირადი მონაცემების უსაფრთხო მართვა;
** საჭიროების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის მიერ სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** რუსული/ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება;
** პრობლემებზე დროულად რეაგირების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესული სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა.
ჩვენ გთავაზობთ მშვიდ სამუშაო გარემოს;
შერჩევის ეტაპი: ინდივიდუალური გასაუბრება;
დაინტერესებულმა კანდიდატმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე: tamarifoladashvili125@gmail.com
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ როგორც კანდიდატი ადასტურებთ, რომ ეთანხმებით თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების შეგროვებასა და დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. გაცნობებთ, რომ მონაცემები დამუშავდება მხოლოდ დასაქმების პროცესის ფარგლებში და არ შეინახება 3 (სამ) წელზე მეტი ვადით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იარსებობს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი. თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოითხოვოთ მონაცემების განახლება, წაშლა ან/და შეზღუდვა. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ კლინიკის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს: dpo.bialmed@gmail.com.
|
|
|
|