Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=723565&print=yes&view=jobs
 
ადმინისტრაციული მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრაციული მენეჯერი
მომწოდებელი: Agrofix Georgia
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 05 ივნისი
"Agrofix Georgia" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული მენეჯერის თანამდებობაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო ადგილი: თბილისში, იუსტიციის სახლის მიმდებარედ, ფიზიკურად
ენები: ქართული და ინგლისური
ანაზღაურება: 1600-2000 ლარი, გამოცდილების მიხედვით ("ხელზე ასაღები" თანხა)

პოზიციის მიმოხილვა: ოფისის ადმინისტრაციული მენეჯერი პასუხისმგებელია კომპანიის ყოველდღიური ადმინისტრაციული საქმიანობის შეუფერხებელ მიმდინარეობაზე. პოზიცია მოითხოვს პრობლემების სწრაფ იდენტიფიცირებასა და გადაჭრას, სტუმრებთან და კოლეგებთან პროფესიულ კომუნიკაციას, ასევე მაღალ ორგანიზებულობასა და დეტალებზე ორიენტირებას.

კომპანია არის ახალი, თუმცა მზარდი და შესაბამის კვალიფიციურ კანდიდატებს სამომავლოდ ექნებათ დაწინაურებისა და ხელფასის მატების შესაძლებლობა.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები

სტუმრების მიღება და კომუნიკაცია

** სტუმრების პროფესიულად მიღება, ოფისში ორიენტაცია და შესაბამის პირთან/ოთახთან გადამისამართება.
** სტუმრებისთვის სასმელის (ყავა, ჩაი, წყალი) შეთავაზება.
** შემომავალი ზარების და მოთხოვნების პირველადი დამუშავება და გადამისამართება.

ოფისის ადმინისტრირება და წესრიგი

** ოფისის სამუშაო სივრცის, შეხვედრების ოთახების და საერთო ზონების მოწესრიგებულად შენარჩუნება.
** დიასახლისთან (დამლაგებელთან) კოორდინაცია - ხარისხის კონტროლი და გადაუდებელ საკითხებზე რეაგირება.
** საოფისე ინვენტარის (საკანცელარიო, სასმელი, სხვ.) მარაგის მონიტორინგი და დროული შევსება.
** ოფისის ტექნიკური მომსახურების პროვაიდერებთან (ინტერნეტი, ტაქსი, კვება, სხვ.) კოორდინაცია.

დოკუმენტების მართვა

** დოკუმენტების ამობეჭდვა, სკანირება, კოპირება და გადამისამართება შესაბამის პასუხისმგებელ პირთან.
** სტანდარტული ხელშეკრულებების შაბლონებზე დაყრდნობით მომზადება — რეკვიზიტების, თარიღებისა და სხვა ცვლადი მონაცემების შეყვანა;
** შემომავალი კორესპონდენციის (ფოსტა, კურიერი, ელ. ფოსტა) პირველადი დამუშავება და განაწილება.
** გასაგზავნი ამანათების და კურიერული სერვისების ორგანიზება (იშვიათად).

სხვა ადმინისტრაციული და შინაარსობრივი მხარდაჭერა

** შეხვედრების ორგანიზაციული მხარდაჭერა - ოთახის მომზადება, ტექნიკის შემოწმება.
** ოფისთან დაკავშირებული პრობლემების (ტექნიკური, სანიტარული, ლოჯისტიკური) პირველადი დაფიქსირება და შესაბამისი პირისთვის გადაცემა.
** მენეჯმენტის ადმინისტრაციული და სხვა დავალებების შესრულება საჭიროებიდან გამომდინარე, მათ შორის, ინფორმაციის მოძიება და სხვადასხვა დოკუმენტის მომზადება.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

სავალდებულო

** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება
** Microsoft Office-ის (Word, Excel) კარგი ცოდნა.
** Google Workspace (Gmail, Drive, Calendar) ცოდნა.
** ქართული — სრულყოფილად; ინგლისური (B2)
** ორგანიზებულობა, პუნქტუალობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
** კომუნიკაციის და რამდენიმე ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი.

პროფესიული თვისებები:

** პრეზენტაბელური და კომპანიის სტანდარტების შესაბამისი ქცევა.
** კეთილგანწყობა და პროფესიონალიზმი სტუმრებთან, პარტნიორებთან და კოლეგებთან ურთიერთობაში.
** პრობლემების დამოუკიდებლად იდენტიფიცირება და გადაჭრა.
** კონფიდენციალურობის დაცვა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა 5 ივნისის ჩათვლით, გთხოვთ:

** გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: agrofixgeorgia@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ: ადმინისტრაციული მენეჯერი.
** სურვილის შემთხვევაში, ელ-ფოსტის ტექსტში მოკლედ გაგვიზიარეთ თქვენი მოტივაცია და სამუშაო გამოცდილების შესაბამისობა ამ პოზიციასთან.

გასაუბრებისთვის დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, არაუგვიანეს 15 ივნისისა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია