Робота для біженців з України
ადმინისტრაციული მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრაციული მენეჯერი
მომწოდებელი: ახალი სახლი
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
შპს "ახალი სახლი" არის მრავალპროფილური სამშენებლო-არქიტექტურული კომპანია, რომელიც დაარსდა პროფესიონალთა გუნდის მიერ. ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება ამ სფეროში გარანტირებული ხარისხის საფუძველია. "ახალი სახლი" ბაზარზე გამოირჩევა ინოვაციური მიდგომებით, სადაც თანამედროვე არქიტექტურა და საერთაშორისო სტანდარტები ერთიანდება.

პოზიცია: ადმინისტრაციული მენეჯერი
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, 09:00-დან 18:00-მდე
ანაზღაურება: კვალიფიკაციიდან გამომდინარე

ფუნქცია-მოვალეობები:

** ოფისის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა
** გუნდის შიდა კომუნიკაციის მართვა და ინფორმაციის გაცვლის კოორდინაცია
** სხვადასხვა ღონისძიების, შეხვედრისა და თათბირის ორგანიზება
** ოფისში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი, სტუმრების დახვედრა და საჭიროებისამებრ, მათი გადამისამართება
** ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული კორესპონდენციის აღრიცხვა მიღება/გაგზავნა
** ორგანიზაციის დირექტორის საორგანიზაციო და ადმინისტრაციული მხარდაჭერა
** ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

აუცილებელი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ადმინისტრაციული მენეჯერის ან ოფის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** დისციპლინა, კომუნიკაცია და პასუხისმგებლობა
** რუსული და ინგლისური ენების ფლობა საკომუნიკაციო დონეზე
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი
** კომუნიკაბელური
** დეტალებზე ორიენტირებული
** ორგანიზებული
** ოპერატიული
** განვითარებაზე ორიენტირებული
** მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული
** კრიტიკული სიტუაციების მართვის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: infoaxalisaxli@gmail.com

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე