Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=723551&print=yes&view=jobs
 
მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: რესტორანი ორო
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
რესტორნების ქსელ "ოროში", რომელშიც წარმოდგენილია ქართული სამზარეულო, შექმნილი ჩვენი გამოცდილი შეფ-მზარეულების მიერ, გვაქვს მზარეულების ვაკანსია.

სამუშაო ადგილი: თბილისი (მარჯანიშვილის #5, სანდრო ეულის ქ. #7);
სამუშაო განაკვეთი: სრული

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამზარეულოს მწყობრში მოყვანა სამუშაო პროცესის დაწყებამდე;
** მენიუში არსებული/შემავალი კერძების მომზადება;
** კერძების ხარისხსა და ვიზუალზე ზრუნვა;
** კერძების მომზადება განსაზღვრული რეცეპტისა და კალკულაციის მიხედვით;
** არსებული სტანდარტებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@stradacafe.ge და სათაურის ველში - "Subject" მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება "მზარეული ორო".

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "აგავა"-ს მიერ, უფლებამოსილი პირის მეშვეობით, ხორციელდება მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია მხოლოდ კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება 1 წლის ვადით.

გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. კომპანია გმობს და ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.

თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელფოსტაზე: vacancy@stradacafe.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია