Робота для біженців з України
მოლარე-ოპერატორი - თბილისი, რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: მანი მუვერსი
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
"მანი მუვერსი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის (რეზერვი) თანამდებობაზე.

ლოკაცია: თბილისი/რუსთავი
დასაქმების ტიპი: რეზერვი (კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე)
ანაზღაურება: შეთანხმებით

კომპანია აცხადებს მოლარე-ოპერატორის რეზერვის ვაკანსიას. შერჩეული კანდიდატები დაემატებიან კომპანიის საკადრო რეზერვს და დასაქმება განხორციელდება ოპერაციული საჭიროების შესაბამისად.

სამუშაო პირობები:

** 12-საათიანი მცოცავი გრაფიკი;
** სამუშაოზე გამოცხადება მოხდება კომპანიის საჭიროების შესაბამისად, წინასწარი შეტყობინებითა და შეთანხმებით;
** სამუშაო ლოკაცია შესაძლოა განისაზღვროს თბილისსა ან რუსთავში არსებული ობიექტების მიხედვით.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სალარო ოპერაციების წარმოება მოქმედი შიდა რეგულაციებისა და პროცედურების შესაბამისად;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების ოპერაციების განხორციელება;
** სალაროს ნაშთების ყოველდღიური კონტროლი და ანგარიშგების მომზადება;
** მომხმარებელთა მომსახურება კომპანიის სტანდარტების დაცვით;
** შიდა ფინანსური დისციპლინისა და უსაფრთხოების წესების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება ფინანსურ სფეროში (სასურველია მოლარე/ოპერატორის პოზიციაზე);
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
** ეთიკური ნორმების დაცვა და კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა.

რეზერვის შერჩევის პროცესი მოიცავს რეზიუმეს გადარჩევასა და გასაუბრებას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მეილზე: info@mm.ge სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: მოლარე-ოპერატორი (რეზერვი)

საკონტაქტო ნომერი: (+995 32) 2 500-555
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე