Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=723485&print=yes&view=jobs
 
ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: მკერავი
გამოქვეყნდა: 21 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
მცირე ზომის სამკერვალო საწარმო "მკერავი", რომელიც დაკომპლექტებულია თანამედროვე დანადგარებით: Mimaki, Transmatic, Brother, Roland და სხვა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს შემდეგ მომსახურებას: უნიფორმების და სპორტული ტანსაცმლის კერვა, ტექსტილზე სუბლიმაციური ბეჭდვა, ქარგვა, შოლკოგრაფია, ეძებს გუნდის ახალ წევრს: ოფისის მენეჯერს.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი, მარცხენა სანაპირო, კოსმონავტების 49
სამუშაო განაკვეთი - სრული, ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00
ექვემდებარება- გენერალურ დირექტორს.

ძირითადი მოვალეობები:

** შეხვედრების ორგანიზება;
** სხვადასხვა ტიპის აქტების, წერილების მომზადება/ადმინისტრირება;
** დამკვეთისთვის გამზადებული პროდუქციის გაგზავნის უზრუნველყოფა;
** თანამშრომელთა პირადი საქმეების მართვა;
** საოფისე ინვენტარის შესყიდვის უზრუნველყოფა;
** შესყიდვებისთვის და პროდუქციის გაგზავნისთვის აუცილებელი დოკუმენტების შედგენა,

მათ შორის ხელშეკრულების და ზედნადების მომზადება და შესაბამისი სამსახურისთვის მიწოდების უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

თუ დაინტერესდით ჩვენს მიერ გამოცხადებული ვაკანსიით და თვლით რომ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს, მაშინ გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@mkeravi.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ოფისის მენეჯერი
მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება ტელეფონის საშუალებით დაკავშირება და გასაუბრების დანიშვნა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 15 ივნისი 2026.

კანდიდატის შერჩევისას კომპანია ითვალისწინებს მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაო გამოცდილებას და უნარ-ჩვევებს. შერჩევისა და თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატის დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.
გაცნობებთ რომ შპს "მკერავი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@mkeravi.com

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია