|
დასახელება:
კურიერი
|
| მომწოდებელი:
დელივერერსი
|
|
გამოქვეყნდა: 21 მაისი
/ ბოლო ვადა: 21 ივნისი
|
კომპანია "დელივერერსი" აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე თბილისის მასშტაბით. "დელივერერსი" არის ქართული კომპანია, რომლისთვისაც პრიორიტეტულია მომხმარებელზე ზრუნვა, სოციალური პასუხისმგებლობა და თანამშრომლების კომფორტული სამუშაო გარემო.
სამუშაო პირობები:
სამუშაო საათები: 12:00 - 22:00
დასვენების დღე: კვირა
ძირითადი მოთხოვნები:
** საკუთარი ავტომობილი (სასურველია ეკონომიური)
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო)
ანაზღაურება: კანდიდატი თავად ირჩევს ანაზღაურების სასურველ ფორმას:
ვარიანტი 1 — გზავნილის მიხედვით
ანაზღაურება განისაზღვრება თითო ამანათის ჩაბარების მიხედვით: 3.5₾, 4₾, 5₾, 9₾, 15₾. აღნიშნული პირობებით საწვავის ხარჯი არ ფინანსდება. ანაზღაურება გაიცემა კვირაში ერთხელ.
ვარიანტი 2 — ფიქსირებული ხელფასი
ყოველთვიური ანაზღაურება: 1 700₾ + 500₾ (ლარი) საწვავის კომპენსაცია.
სამუშაო არეალი: სამგორის რაიონი.
კანდიდატს უნდა ჰქონდეს ტერიტორიის კარგი ცოდნა, სწრაფი გადაადგილების უნარი და მაღალი ხარისხის მომსახურებაზე ორიენტაცია.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: deliverer@deliverers.ge
ტელეფონი: +995 599 06 06 07, (032) 2 220 225
"დელივერერსი" ეწინააღმდეგება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას (ასაკობრივი, გენდერული, ეთნიკური, რასობრივი და სხვა).
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://www.deliverers.ge/
|
|
|
|