Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=723451&print=yes&view=jobs
 
ლოჯისტიკის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოჯისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: ITCS
გამოქვეყნდა: 21 მაისი / ბოლო ვადა: 21 ივნისი
შპს "ინფორმაციული ტექნოლოგიების კონსულტაცია და მომსახურება" ITCS აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს ლოკაცია: თბილისი
გამოქვეყნების დღე: 21 მაისი
დედლაინი: 8 ივნისი

ჩვენი გუნდი ეძებს ენერგიულ, პასუხისმგებლობიან და მოტივირებულ თანამშრომელს ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე. თუ გსურთ სტაბილურ გარემოში მუშაობა ეს ვაკანსია სწორედ თქვენთვისაა.

ძირითადი მოვალეობები:

** მომარაგების პროცესის მართვა და ოპტიმიზაცია
** საბაჟო პროცედურების ორგანიზება, მართვა და შესაბამისი დოკუმენტაციის კონტროლი
** მარაგების გადაადგილების, შესაბამის ლოკაციებზე სწორად განთავსების კონტროლი და დროული შესრულების უზრუნველყოფა
** მარაგების ჩაბარების შესახებ ანგარიშგების მომზადება და კონტროლი
** საწყობში გადატანილი მარაგების უსაფრთხო დასაწყობებაზე პასუხისმგებლობა

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად).
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა და დისციპლინა.
** გუნდური მუშაობისა და ინსტრუქციების ზუსტად შესრულების უნარი.
** მსუბუქი ავტომანქანის ფლობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე და აუცილებლად მიუთითოთ დასახელაბაში "ლოჯისტიკის მენეჯერი" მეილზე: lika.imerlishvili@itcs.com.ge;
გთხოვთ, გაითვალისწინოთ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, და მათ შორის შესაძლოა შეიცავდეს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება მხოლოდ და მხოლოდ თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას არაუმეტეს 1 წლისა.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან!

წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია