Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=723413&print=yes&view=jobs
 
Junior კონტენტ კრეატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Junior კონტენტ კრეატორი
მომწოდებელი: Sakura Properties
გამოქვეყნდა: 21 მაისი / ბოლო ვადა: 21 ივნისი
"Sakura Properties", პრემიუმ უძრავი ქონების კომპანია თბილისში, აცხადებს ვაკანსიას Junior კონტენტ კრეატორის პოზიციაზე.

დღეს ჩვენი სოციალური პლატფორმების ჯამური აუდიტორია 250, 000 ადამიანს აჭარბებს და შესაბამისად, ვეძებთ კონტენტზე შეყვარებულ ადამიანს, რომელსაც უყვარს ტრენდული ვიდეოების ყურება, მათი გაანალიზება და აქვს ძლიერი სურვილი ამ სფეროში ბევრი ისწავლოს და პროფესიულად განვითარდეს.

ეს არის Junior პოზიცია და ჩვენ მზად ვართ, ამ პოზიციაზე მოსულ ადამიანს ეტაპობრივად ვასწავლოთ ყველაფერი, რაც საჭიროა, რომ დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდეს ძლიერ პროფესიონალად.

ჩვენ გვჯერა, რომ წარმატება იქმნება გუნდის ძალით და სწორად ამიტომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ადამიანურ ღირებულებებს.

შენ გეძებთ თუ:

** გაქვს ამ სფეროში პროფესიულად დამკვიდრების ძლიერი სურვილი და მოტივაცია (ყველაფერს გასწავლით ეტაპობრივად და პრაქტიკულად — გამოცდილება არ არის გადამწყვეტი, მთავარი თქვენი მოტივაციაა).
** გიყვარს თანამედროვე, ტრენდული ვიდეოების შექმნა
** ხარ დეტალებზე ორიენტირებული
** შეგიძლია სწრაფად და დროულად მოამზადო მასალა
** ხარ კრეატიული და თავადაც გიჩნდება იდეები
** სოციალური მედიის ტრენდებს აქტიურად ადევნებ თვალს
** შეგიძლია იმუშაო დამოუკიდებლად და პასუხისმგებლობით

ძირითადი მოვალეობები:

** უძრავი ქონებების ვიდეოების გადაღება/მონტაჟი (Reels, Shorts, TikTok ფორმატები)
** ბრენდის ვიზუალური სტილის დაცვა ყველა ვიდეოში
** ვიდეოების დამუშავება დინამიურ, თანამედროვე და მიმზიდველ ფორმატში
** ტიტრების, მუსიკის და გრაფიკული ელემენტების დამატება
** აგენტების პერსონალური ვიდეო კონტენტის მონტაჟი
** ვიდეოების ადაპტაცია სხვადასხვა პლატფორმისთვის (Instagram, TikTok, YouTube)
** კონტენტის იდეების გაზიარება გუნდთან ერთად

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლიანობა
** თვითორგანიზებულობა
** დროის სწორი მართვა
** კრეატიული აზროვნება
** გუნდური მუშაობის უნარი

რატომ უნდა გახდე Sakura-ს გუნდის ნაწილი:

** სწრაფად მზარდი კომპანია, სფეროს ერთ-ერთი ლიდერი საქართველოში
** რეალური შესაძლებლობა, რომ შექმნა ძლიერი პორტფოლიო
** თავისუფლება კრეატივში და იდეების განხორციელებაში
** პროფესიონალური და მეგობრული სამუშაო გარემო
** მუდმივი განვითარება და ახალი გამოწვევები
** შენი ნამუშევარი ყოველდღიურად ათასობით ადამიანამდე მიდის

სამუშაო პირობები: ხელფასი: 800 ლარი
სამუშაო გრაფიკი: 11:00-19:00
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი

ლოკაცია: მეტრო სამედიცინო უნივერსიტეტის მიმდებარედ

იყავი ცვლილებების ნაწილი Sakura Properties-თან ერთად.

გაეცანი ჩვენს ინსტაგრამს: https://www.instagram.com/sakura.properties/

გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე და პორტფოლიო ამ ლინკის მეშვეობით: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScxSoB0EhL0tnvd3tyz5etK-E9qTRbUzHK1bXrPZKt2zJ6ETw/viewform?usp=publish-editor
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია