Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=723384&print=yes&view=jobs
 
ელექტროობა და ELV ტექნიკური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტროობა და ELV ტექნიკური მენეჯერი
მომწოდებელი: Welt
გამოქვეყნდა: 21 მაისი / ბოლო ვადა: 21 ივნისი
კომპანია "Welt" არის მაღალი ხარისხის MEP მასალებისა და აქსესუარების სანდო იმპორტიორი და დისტრიბუტორი საქართველოში. წლების განმავლობაში დაგროვილი ექსპერტული ცოდნითა და საიმედო გუნდით, ჩვენ უზრუნველვყოფთ როგორც კომპანიების, ისე კერძო სექტორის მომარაგებას მრავალფეროვანი MEP მასალებით.

ჩვენი ვებსაიტი - https://welt.ge/

"ველტი" ახორციელებს ელექტრო, მექანიკური, წყალგაყვანილობისა და სახანძრო სისტემების პრემიუმ პროდუქციის იმპორტს და ამარაგებს უკვე 100-ზე მეტ კორპორაციულ კლიენტს.

კომპანია "Welt" აცხადებს ვაკანსიას: ელექტროობა და ELV ტექნიკური მენეჯერის (უსაფრთხოების სისტემები) პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ტექნიკური შერჩევა (Selection): შემოსული მოთხოვნების დამუშავება, ტექნიკური დავალების ანალიზი და ოპტიმალური სისტემების/დანადგარების შერჩევა (ვიდეომეთვალყურეობა, ელექტროობა სუსტი დენების ნაწილი; სახანძრო სიგნალიზაცია, დაცვითი სიგნალიზაცია და დაშვების სისტემა);
** გაყიდვების მხარდაჭერა: გაყიდვების გუნდისთვის ზუსტი ტექნიკური სპეციფიკაციებისა და შეთავაზებების მომზადება, Value Engineering და კლიენტებთან კომუნიკაცია ტექნიკურ დეტალებზე;
** სამონტაჟო პროცესის მხარდაჭერა (On-site Support): საინსტალაციო გუნდისთვის (ან კონტრაქტორებისთვის) ტექნიკური კონსულტაციის გაწევა;
** მწარმოებლებთან კომუნიკაცია და დოკუმენტაცია: პარტნიორი მწარმოებლების ტექნიკური სიახლეების, კატალოგებისა და გაიდლაინების მუდმივი შესწავლა; საჭიროების შემთხვევაში, უშუალოდ მწარმოებლის ტექნიკურ გუნდთან კომუნიკაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება (სასურველია ტელეკომუნიკაციების, ელექტროინჟინერიის ან IT მიმართულებით);
** უსაფრთხოების სისტემების ან სუსტი დენების დაპროექტების, შერჩევის ან ინსტალაციის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ტექნიკური ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა (დოკუმენტაციის, მანუალების და კატალოგების წასაკითხად/სამუშაოდ);
** პროგრამა AutoCAD-ის საბაზისო ცოდნა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ფორმატი: სრული განაკვეთი;
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი;
** სამუშაო საათები: 10:00-19:00;
** სამუშაო ადგილი: თბილისი, სტანისლავსკის N1;
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: career@welt.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია