Робота для біженців з України
გაყიდვების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: Skymotors
გამოქვეყნდა: 21 მაისი / ბოლო ვადა: 21 ივნისი
მოძრავი ქონების "SkyMotors" აცხადებს მიღებას გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, მიზანდასახულ და ენერგიულ ადამიანებს, რომელთაც სურთ გახდნენ გამორჩეული, მზარდი გუნდის წევრი და მართონ საკუთარი ფინანსური დამოუკიდებლობა.

მოვალეობები:

** პოტენციურ კლიენტებთან სატელეფონო კომუნიკაცია, მათი საჭიროებების იდენტიფიკაცია და სააგენტოს სერვისების შეთავაზება
** ავტომობილების მონაცემების დამუშავება და წამყვან პლატფორმებზე განთავსება
** დაინტერესებულ პირებთან ვიზიტების ორგანიზება, კოორდინაცია და პროცესის სრული მართვა
** არსებულ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნება და ახალი, პოტენციური კლიენტების ბაზის მუდმივი გაფართოება/განახლება.

ჩვენ გთავაზობთ:

** მოქნილ გრაფიკს და სტუდენტებისთვის ხელსაყრელ სამუშაო საათებს
** მეგობრულ და კომფორტულ გარემოს სტრესის გარეშე
** თვითრეალიზების და ფინანსური დამოუკიდებლობის შესაძლებლობას
** კეთილმოწყობილ ოფისს თბილისის ცენტრალურ უბანში, მარჯანიშვილის მეტროდან 2 წუთის სავალზე
** ინფორმატიულ ტრენინგებს და საქმის ადგილზე შესწავლის შესაძლებლობას
** ანაზღაურებას გამომუშავებით: 1000-5000 ლარი

ჩვენი მოთხოვნები:

** უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც ექნებათ სამუშაო გამოცდილება გაყიდვების, ქოლ-ცენტრის ან კლიენტთა მომსახურების მიმართულებით (სასურველია, თუმცა არ არის სავალდებულო)
** უცხო ენების საბაზისო დონეზე ფლობა ჩაითვლება პრიორიტეტულად
** სასურველია, გქონდეთ საკუთარი გამართული ლეპტოპი და მობილური ტელეფონი
** სავალდებულოა გქონდეთ გუნდური მუშაობის უნარი და იყოთ კომუნიკაბელური, პუნქტუალური და ორგანიზებული.

თუ თვლი, რომ ხარ შრომისმოყვარე, მიზანდასახული და გსურს გახდე ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნე თქვენი CV ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Carjobstbilisi@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 579 666 676.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე