Робота для біженців з України
ქოლ-ცენტრის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლ-ცენტრის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
გამოქვეყნდა: 21 მაისი / ბოლო ვადა: 21 ივნისი
შპს "გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ქოლ-ცენტრის ხელმძღვანელი

ჩვენს შესახებ:

გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი წარმოადგენს უახლესი თაობის სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ტრადიციული ქირურგიისა და ინოვაციური ტექნოლოგიების სინთეზით იქმნება ზუსტი, უსაფრთხო და პაციენტზე ორიენტირებული გარემო.

ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე რობოტული ქირურგიის სისტემებით, რომელსაც აძლიერებს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთა გუნდი, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ პაციენტების ჯანმრთელობაზე, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით.

სამუშაო დრო და ადგილი:

** მისამართი: თბილისი, კ. ჩაჩავას N1
** სამუშაო დრო: კვირაში 5 დღე; ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-18:00

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ოპერატორების სამუშაოს დაგეგმვა და მონიტორინგი
** ქოლ-ცენტრის გუნდის მართვა და ყოველდღიური კონტროლი
** ახალი თანამშრომლების ტრენინგი და ადაპტაცია
** ზარების სკრიპტებისა და პროცესების ოპტიმიზაცია
** ანგარიშგების მომზადება მენეჯმენტისთვის

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** ქოლ-ცენტრში ან გაყიდვებში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ლიდერული და გუნდური მართვის უნარები
** კომუნიკაციის მაღალი დონე
** ანალიტიკური აზროვნება და შედეგზე ორიენტირება
** უცხო ენის ცოდნა (ინგლისური/რუსული)

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი

გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავებას. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ 6 თვით ვინახავთ მონაცემებს დასაქმების შემდგომი შეთავაზების მიზნით.

** ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: HR@mmt.ge (წერილის სათაურად მიუთითეთ: ქოლ-ცენტრის ხელმძღვანელი) ან დაგვიკავშირდით: 555 511472.

https://www..krc.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე