|
დასახელება:
ქოლ-ცენტრის ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
|
|
გამოქვეყნდა: 21 მაისი
/ ბოლო ვადა: 21 ივნისი
|
შპს "გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ქოლ-ცენტრის ოპერატორი.
ჩვენს შესახებ:
გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი წარმოადგენს უახლესი თაობის სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ტრადიციული ქირურგიისა და ინოვაციური ტექნოლოგიების სინთეზით იქმნება ზუსტი, უსაფრთხო და პაციენტზე ორიენტირებული გარემო.
ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე რობოტული ქირურგიის სისტემებით, რომელსაც აძლიერებს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთა გუნდი, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ პაციენტების ჯანმრთელობაზე, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით.
სამუშაო დრო და ადგილი:
** მისამართი: თბილისი, კ. ჩაჩავას N1
** სამუშაო დრო: კვირაში 5 დღე; ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-18:00
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** შემომავალი და გამავალი ზარების განხორციელება
** მომხმარებლების ინფორმირება და კონსულტაცია
** სერვისების/პროდუქტების შეთავაზება
** მომხმარებელთა მოთხოვნების აღრიცხვა და გადამისამართება
** სტანდარტების დაცვით მომსახურების უზრუნველყოფა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** უპირატესობად ჩაითვლება ქოლ-ცენტრში მუშაობის გამოცდილება
** კომუნიკაციის მაღალი დონე
** უცხო ენის ცოდნა (ინგლისური/რუსული)
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავებას. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ 6 თვით ვინახავთ მონაცემებს დასაქმების შემდგომი შეთავაზების მიზნით.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: HR@mmt.ge (წერილის სათაურად მიუთითეთ: ქოლ-ცენტრის ოპერატორი) ან დაგვიკავშირდით: 555 511472.
https://www..krc.ge
|
|
|
|