Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=723322&print=yes&view=jobs
 
აპლიკაციის უსაფრთხოების ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აპლიკაციის უსაფრთხოების ინჟინერი
მომწოდებელი: eMoney
გამოქვეყნდა: 21 მაისი / ბოლო ვადა: 21 ივნისი
"eMoney" აცხადებს ვაკანსიას აპლიკაციის უსაფრთხოების ინჟინრის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 (Part-Time, ჰიბრიდული, შესვენება 1 საათი)
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (ანაზღაურებადი)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** CI/CD pipeline-ებში უსაფრთხოების კონტროლების ინტეგრაციის მხარდაჭერა;
** აპლიკაციების უსაფრთხოების კონტროლების დანერგვა და გაუმჯობესება Secure SDLC პროცესების ფარგლებში;
** GitLab CI/CD პროცესებში უსაფრთხოების კონტროლებისა და სკანირების ინტეგრაცია;
** GitLab-ისა და SonarQube-ის ინტეგრაციის მართვა და მხარდაჭერა;
** უსაფრთხოების სისუსტეების იდენტიფიცირება, ანალიზი და remediation პროცესის კოორდინაცია;
** აღმოჩენილი Vulnerability-ების მიხედვით Jira-ში ტექნიკური თიქეთების შექმნა, მართვა და კონტროლი;
** დეველოპერ გუნდებთან ყოველდღიური კომუნიკაცია და უსაფრთხოების მოთხოვნების შეთანხმება;
** OWASP Top 10-ისა და უსაფრთხოების საუკეთესო პრაქტიკების დანერგვაზე მუშაობა;
** დეველოპერებთან ერთად პენტესტისა და SAST/DAST ფაინდინგების გამოსწორებაზე მუშაობა;
** უსაფრთხო კოდის პრაქტიკებზე (Secure Coding) დეველოპერებისთვის ტრენინგებისა და ცნობიერების ამაღლების სესიების ჩატარება;

სავალდებულო უნარ-ჩვევების ცოდნა და გამოცდილება:

** Application Security მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1-2-წლიანი გამოცდილება;
** SonarQube-თან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება (სავალდებულო);
** GitLab-თან მუშაობისა და CI/CD pipeline-ების ცოდნა (სავალდებულო);
** GitLab-ისა და SonarQube-ის ინტეგრაციის გამოცდილება;
** დეველოპერ გუნდებთან აქტიური მუშაობისა და ტექნიკური კომუნიკაციის გამოცდილება;
** Jira/Confluence-თან მუშაობის გამოცდილება;
** DevSecOps მიდგომებისა და ავტომატიზაციის საბაზისო ცოდნა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა;

სასურველი დამატებითი კვალიფიკაცია:

** Penetration Testing გამოცდილება;
** AWS Cloud Security გამოცდილება;
** Burp Suite, Snyk, Checkmarx, Veracode ან მსგავსი ინსტრუმენტების ცოდნა;
** უსაფრთხოების სერტიფიკატები: CompTia Security+.

აპლიკაციის მიღება:

ამ პოზიციით დაინტერესებულ აპლიკანტებს, რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება მოთხოვნებს, შეგიძლიათ გამოაგზავნოთ CV ინგლისურ ან ქართულ ენაზე ელექტრონულ მისამართზე: Hr@emoney.ge. გთხოვთ, თქვენი ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ ჩვენ ვახორციელებთ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია