Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=723306&print=yes&view=jobs
 
ინგლისურ-რუსულ ენოვანი გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინგლისურ-რუსულ ენოვანი გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: რეპროარტი
გამოქვეყნდა: 21 მაისი / ბოლო ვადა: 21 ივნისი
"ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი" 2012 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს რეპროდუქციული მედიცინის მიმართულებით. კლინიკა უზრუნველყოფს ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სრული სპექტრის მომსახურებას.

შპს "ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი" აცხადებს ვაკანსიას ინგლისურ-რუსულ ენოვანი გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ვაკანტური პოზიცია: გაყიდვების მენეჯერი
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სულხან ცინცაძის ქ. #23
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:00;

პოზიციის აღწერა:

გაყიდვების მენეჯერი პასუხისმგებელია უცხოელი პაციენტების მოზიდვაზე, მათთან ეფექტურ კომუნიკაციაზე და კლინიკის სერვისების შეთავაზება-გაყიდვაზე. მისი მთავარი ამოცანაა პაციენტის საჭიროებების სწორად იდენტიფიცირება, შესაბამისი სამედიცინო მომსახურების შეთავაზება და პაციენტის სრული გზის კოორდინაცია პირველადი კონტაქტიდან მომსახურების დასრულებამდე.

უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს რეპროდუქციული მედიცინის სფეროში პაციენტებთან/გაყიდვებთან მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** ინგლისურ და რუსულ ენებზე პაციენტებთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
** პაციენტებისთვის მომსახურების პაკეტების შეთავაზება და გაყიდვა;
** პაციენტის საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი სერვისების შერჩევა;
** გაყიდვების პროცესის მართვა და შედეგებზე პასუხისმგებლობა;
** პაციენტის გზის კოორდინაცია და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა;
** გაყიდვების პროცესის ადმინისტრირება და დოკუმენტაციის წარმოება;
** ახალი პაციენტებისა და პარტნიორების მოძიება;
** არსებული ბაზის მართვა და გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
** მარკეტინგულ აქტივობებში ჩართულობა;
** გადახდების კონტროლი;
** პერიოდული რეპორტინგი.

მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (მინიმუმ B2 დონე);`
** სასურველია სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ძლიერი საკომუნიკაციო და მოლაპარაკების უნარები;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტური მართვა;
** შედეგზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** საერთაშორისო პაციენტებთან მუშაობის გამოცდილებას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ CV გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტაზე: m.kozmanashvili@reproart.ge

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 20 ივნისი, 2026 წელი და Subject ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია