Робота для біженців з України
კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: ოპტიკა ჯაბადარი
გამოქვეყნდა: 21 მაისი / ბოლო ვადა: 21 ივნისი
ოპტიკა "ჯაბადარი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში.

"ჯაბადარი" წარმოადგენს საქართველოს ბაზარზე პირველ ოპტიკურ კომპანიას, რომელიც დარგში ფლობს ნახევარ საუკუნეზე დიდი გამოცდილებას.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიის წარმატებით დაუფლების შემთხვევაში, მაღალ ანაზღაურებას;
** პროფესიულ ტრენინგს;
** კარიერული ზრდის რეალურ პერსპექტივას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და კეთილგანწყობილ გუნდს;
** ახალი პროფესიის დაუფლებას და სიღრმისეულ შესწავლას.

პირობები:

** კონსულტანტის ანაზღაურება საწყის ეტაპზე შეადგენს 1000 ლარს + ბონუსი. შემდგომ კი კვალიფიკაციის მიხედვით განისაზღვრება.
** სამუშაო გრაფიკი: სამუშაო განაკვეთი კვირაში 6 დღე 10:00-19:00.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებელთა მომსახურება;
** კვალიფიციური და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** სტენდების შევსება;
** სამუშაო სივრცის მოწესრიგებულობაზე ზრუნვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პუნქტუალურობა;
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** პროფესიული განვითარების სურვილი;
** კომუნიკაციის კარგი უნარები;
** ენერგიულობა და თავაზიანობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კრიტიკული სიტუაციების მართვა;
** უპირატესობად ჩაითვლება უცხო ენების ფლობა. (ინგლისური)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე, გამოაგზავნოთ ელ. ფოსტის მისამართზე: jabadari@hotmail.com წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "კონსულტანტი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე