|
დასახელება:
უმცროსი იურისტი
|
| მომწოდებელი:
ადლი
|
|
გამოქვეყნდა: 21 მაისი
/ ბოლო ვადა: 20 ივნისი
|
სამშენებლო კომპანია "ადლი" - ხარისხიანი და ეკომეგობრული მშენებლობის დაწყების მიზნით, 2015 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე.
კომპანიის საქმიანობა მოიცავს სამშენებლო სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: კარკასული მშენებლობა, ფასადის მოწყობა, თერმო და ხმის იზოლაცია, ბრტყელი გადახურვა, მწვანე გადახურვა, არქიტექტორული მომსახურება, საყალიბე სისტემებისა და მოცულობითი ხარაჩოების დაპროექტება - მონტაჟი, კოშკურა ამწეების მონტაჟი / დემონტაჟი და გეგმური მომსახურება.
ჩვენთან დასაქმებით გპირდებით:
** მზარდ და მუდმივად განვითარებად ბიზნესში მუშაობის გამოცდილებას;
** პროფესიონალ და მხარდამჭერ გუნდში განვითარების შესაძლებლობას;
** კონკურენტულ და მზარდ შრომის ანაზღაურებას;
** კომპანიის მიერ დაფინანსებულ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** კომპანიის მიერ დაფინანსებულ, მობილურის ულიმიტო კორპორაციულ პაკეტს;
** სამსახურებრივი მიზნებისთვის, ტრანსპორტირების უზრუნველყოფას;
** Fitpass - ით სარგებლობის შესაძლებლობას;
** შვებულების 24 სამუშაო დღესა და დამატებით 4 Day Off -ს;
** ყოველთვიურ ფინანსურ დანამატს არასრულწლოვან შვილებზე.
სამშენებლო კომპანია "ადლი"-ში ვეძებთ გუნდის წევრს უმცროსი იურისტის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
** ბრძანებების, ხელშეკრულებების, შიდა ნორმატიული აქტების და სხვა ოფიციალური დოკუმენტების პროექტების მომზადება;
** სხვადასხვა უწყებებიდან შემოსული დოკუმენტაციისა და დოკუმენტაციის პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
** კომპანიის თანამშრომლებისათვის სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციების გაწევა;
** კომპანიის სახელით სახელმწიფო ორგანოებთან და მათ სტრუქტურულ ერთეულებთან, ასევე სასამართლოებთან ურთიერთობა და წარმომადგენლობა;
** სამუშაო პროცესთან დაკავშირებული სხვა ვალდებულებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
** განათლება - სამართალმცოდნეობის ბაკალავრი;
** აუცილებელია სახელშეკრულებო სამართლის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** სამშენებლო მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** კომუნიკაბელური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** ოპერატიული;
** მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@adli.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 20 ივნისი, 2026 წ.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://adli.ge/
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
სამშენებლო კომპანია " ადლი", კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|