|
დასახელება:
საწყობის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ჯიბე cash & carry
|
|
გამოქვეყნდა: 21 მაისი
/ ბოლო ვადა: 21 ივნისი
|
კომპანია "ჯიბე Cash & Carry" ნუცუბიძის ფილიალში აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე
"ჯიბე Cash & Carry" არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებსა და საცალო მომხმარებლებს
სამუშაო ადგილი: ნუცუბიძე
სამუშაო გრაფიკი: 09:00-17:00, კვირაში 6 დღე
საწყისი ანაზღაურება: 1700₾ (I თვე - 1500, II თვე - 1600, III თვე - 1700)
ფუნქცია-მოვალეობები:
** მაღაზიაში პროდუქციის მიღების პროცესის სრული კონტროლი: პროდუქციის მითვლა, ზედნადების შედარება, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;
** მიღებული პროდუქციის დახარისხებისა და განთავსების მონიტორინგი;
** სავაჭრო დარბაზისთვის პროდუქციის დროულად მიწოდების მონიტორინგი;
** პროდუქციის შენახვისათვის საჭირო სანიტარული-ჰიგიენური ნორმებისა და ტემპერატურული რეჟიმების მონიტორინგი საწყობისა და კონტეინერ-მაცივრის ტერიტორიაზე;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს მუდმივი მონიტორინგი, მაკორექტირებელი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია საწყობის მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია პირველადი მოხმარების პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა;
** საწყობის მართვის პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად (აპექსი ან მსგავსი)
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@jibe.ge
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 557 30 61 69
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|