Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=723276&print=yes&view=jobs
 
პროგრამული უზრუნველყ. დანერგვისა და მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროგრამული უზრუნველყ. დანერგვისა და მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: აპექსი
გამოქვეყნდა: 21 მაისი / ბოლო ვადა: 01 ივნისი
შპს "აპექსი" ქართული კომპანიაა, რომელიც 2004 წლიდან საქართველოს არასახელმწიფო მსხვილ და საშუალო კომპანიებს ემსახურება ბიზნესის მართვის პროგრამული უზრუნველყოფით.

პოზიცია: პროგრამული უზრუნველყოფისა დანერგვის და მხარდაჭერის სპეციალისტი

პროგრამული უზრუნველყოფა წარმოადგენს საწარმოთა მართვის, ანალიზისა და კონტროლის ინსტრუმენტს, რომელიც სრულად შექმნილია ჩვენი სპეციალისტების მიერ.

მიიღებიან მხოლოდ ეკონომიკური მიმართულებების კურსდამთავრებულები ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები.

რადგან სამუშაო მოითხოვს სპეციფიკურ ცოდნას, სპეციალისტების დასაქმებამდე გათვალისწინებულია 9-კვირიანი სტაჟირების კურსი.

ამჟამად იგეგმება ათი სტაჟიორის მიღება, რომელთაგან საუკეთესოები (იგეგმება მინიმუმ ოთხი სპეციალისტის დასაქმება) მიიღებენ დასაქმების შეთავაზებას, ხოლო დანარჩენები ჩაირიცხებიან საკადრო რეზერვში. ვინც წინა წლებში დაასრულა ეს კურსი, დღეის მდგომარეობით, ყველა დასაქმებულია.

სტაჟირება ჩატარდება ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს, 2 საათის განმავლობაში, დღის პირველ ნახევარში (11:00-13:00 სთ).

პროგრამული უზრუნველყოფის კურსი მოიცავს შემდეგი ძირითადი მოდულების გაცნობას:

** ბუღალტერია და საწყობი;
** წარმოება;
** დისტრიბუცია;
** საცალო და საბითუმო ვაჭრობა;
** ელექტრონული კომერცია;
** შეკვეთების მართვა;
** ლოგისტიკა;
** WMS - საწყობის მართვის ავტომატიზაცია;
** HR - კადრებისა და ხელფასების მართვა;
** ფიქსირებული აქტივების მართვა;
** მონაცემთა ანალიზი;
** სისტემის ადმინისტრირება

გადამზადების პერიოდში მსმენელები შეისწავლიან შემდეგ თემებს:

** ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები;
** ფულადი საშუალებების მოძრაობა და აღრიცხვა;
** მოთხოვნების აღრიცხვა;
** მარაგების აღრიცხვა;
** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
** არამატერიალური აქტივების აღრიცხვა;
** მოკლევადიანი ვალდებულებების აღრიცხვა;
** გრძელვადიანი ვალდებულებების აღრიცხვა;
** გადასახადების აღრიცხვა;
** შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა;
** საკუთარი კაპიტალის აღრიცხვა;
** ბალანსი და მოგება-ზარალის ანგარიშგება

სტაჟირების კურსი უფასოა.

შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:

1. რეზიუმეების გადარჩევა (შერჩეულ კანდიდატებს რეზიუმეს მიღებიდან ორ სამუშაო დღეში გაეგზავნებათ მოწვევა გასაუბრებაზე);
2. გასაუბრება ჩატარდება ჩვენს ოფისში

შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს!

რეზიუმეების მიღება შეწყდება კანდიდატების საჭირო რაოდენობის შერჩევისთანავე.

სწავლების დაწყების სავარაუდო თარიღია 2026 წლის 1 ივნისი.

დამატებითი ინფორმაცია შპს "აპექსის" შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართებზე: http://www.apex.ge და http://support.apex.ge

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოაგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: lado@apex.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია