Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=723270&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: სპექტრუსი
გამოქვეყნდა: 21 მაისი / ბოლო ვადა: 21 ივნისი
თერმული ეტიკეტების მწარმოებელი კომპანია შპს "სპექტრუსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სურამის ქ.13
სამუშაო დრო: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მომხმარებელთან ურთიერთობის გამოცდილება;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა

ძირითადი უფლება-მოვალეობები:

** ბაზრის კვლევა და პოტენციური დამკვეთების მოძიება;
** მოლაპარაკებების წარმოება;
** გაყიდვების ზრდა;
** ყოველთვიური რეპორტების მომზადება

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელური;
** მოლაპარაკების წარმართვის კარგი უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე: 032 2 71 76 45 ან ელფოსტაზე: vacancy@phfavorite.ge

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@phfavorite.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების მენეჯერი"

"სპექტრუსი" მადლობას მოგახსენებთ ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შპს "სპექტრუსმა" შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

იმ შემთხვევაში თუ გსურთ, თქვენი კანდიდატურა განვიხილოთ სხვა ვაკანტურ პოზიციაზე ან/და თქვენი რეზიუმე იმავე ან მსგავსი ვაკანტური პოზიციისთვის განიხილოს სხვა დამსაქმებელმა, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@phfavorite.ge.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია