Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ავანგარდი
გამოქვეყნდა: 21 მაისი / ბოლო ვადა: 21 ივნისი
დეველოპერული კომპანია "ავანგარდი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი.
ანაზღაურება: ფიქსირებული 2 000 ლარი + მზარდი ბონუსი.

საკმარისი გამოცდილების არქონის შემთხვევაში გათვალისწინებულია ანაზღაურებადი სტაჟირება: ორი თვე (პირველი თვე 600 ლარი, მეორე თვე 1000 ლარი + ბონუსი).

გაყიდვების მენეჯერის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კლიენტებთან სატელეფონო ზარების განხორციელება.
** კომპანიის პროდუქტის შეთავაზება/გაყიდვა;
** კლიენტთა ბაზის განვითარება;
** კომპანიის ვებ და Facebook გვერდებზე მუშაობა

ძირითადი მოთხოვნები:

** რუსული და ინგლისური ენების ფლობა;
** საოფისე კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის უნარი;
** უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

პიროვნული თვისებები:

** მუშაობის მაღალი მოტივაცია;
** დამარწმუნებელი კომუნიკაცია

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათთან ერთად ელფოსტაზე avangard.batumi@gmail.com გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე