|
დასახელება:
ვიდეოგრაფი-მემონტაჟე
|
| მომწოდებელი:
Infinity Solutions
|
|
გამოქვეყნდა: 21 მაისი
/ ბოლო ვადა: 21 ივნისი
|
"Infinity Solutions" აცხადებს ვაკანსიას ვიდეოგრაფ-მემონტაჟის პოზიციაზე, რომელიც ჩვენს გუნდთან ერთად შექმნის მაღალი ხარისხის ვიდეო კონტენტს სხვადასხვა ბრენდისა და პროექტისთვის.
სამუშაო ფორმატი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
სამუშაო ადგილი: თბილისი, თამარაშვილის ქ. 13ა
ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით, შეთანხმებისამებრ
ძირითადი მოვალეობები:
** ვიდეო გადაღება სარეკლამო, კომერციული და სოციალური მედიის პროექტებისთვის
** გადაღებული მასალის მონტაჟი და პროფესიული პროდუქტის შექმნა
** კადრის, ტემპისა და ვიზუალური ენის გათვალისწინებით მთლიანი პროცესის მართვა გადაღებიდან მზა პროდუქტამდე
** გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა კრეატიული კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** გამოცდილება ვიდეო გადაღებასა და მონტაჟში
** Adobe Premiere Pro, After Effects და CapCut-ის ცოდნა
** კადრის, სინათლის, კომპოზიციისა და ვიზუალური ესთეტიკის შეგრძნება
** პასუხისმგებლობიანი და ორგანიზებული მიდგომა სამუშაო პროცესის მიმართ
უპირატესობა მიენიჭება:
** DaVinci Resolve-ის ცოდნას
** AI ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილებას
** Motion Design-ის უნარებს
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიონალურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
** მრავალფეროვან და საინტერესო პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას
** კარიერული განვითარების პერსპექტივას
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე და პორტფოლიო გამოგზავნოთ შემდეგ ელფოსტაზე: info@infinity.ge
გთხოვთ, "Subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "ვიდეოგრაფი/მემონტაჟე".
|
|
|
|