Робота для біженців з України
ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამის სპეციალისტი - კახეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამის სპეციალისტი
მომწოდებელი: კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი
გამოქვეყნდა: 20 მაისი / ბოლო ვადა: 31 მაისი
"კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი" აცხადებს კონკურსს ბავშვთა ადრეული განვითარების სახელმწიფო ქვეპროგრამის სპეციალისტის პოზიციაზე.

ზოგადი ინფორმაცია

მდებარეობა: კახეთი - თელავი, ყვარელი, ახმეტა
პოზიცია: თელავის, ყვარლის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამის სპეციალისტი
დაწყების თარიღი: 20 მაისი, 2026
დასრულების თარიღი: 31 მაისი, 2026

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ

კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი 2019 წელს დაარსდა როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, თუმცა ორგანიზაცია 2008 წლიდან ოპერირებდა კახეთის რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში - თელავი, ყვარელი და გურჯაანი, როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision საქართველოს სამხარეო განვითარების პროგრამა.

ცენტრის მისიაა - კახეთის რეგიონში მცხოვრები ბავშვების, ახალგაზრდების და მათი ოჯახების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება საჭიროებაზე დაფუძნებული სერვისების განვითარებისა და მიწოდების გზით.

ინფორმაცია ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამის შესახებ

კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი 2022 წლიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამის მიმწოდებელი ორგანიზაციაა თელავის, ყვარლის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში.
ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამა "ბავშვთა უფლებათა კოდექსით" განსაზღვრული ოჯახის/ბავშვის მხარდამჭერი ღონისძიებაა, რომლის მიზანია სამიზნე ჯგუფის ბავშვების კოგნიტური, მოტორული, კომუნიკაციური და ემოციური განვითარების ხელშეწყობა, განვითარების შეფერხების პრევენცია, შეზღუდული შესაძლებლობის განვითარების და მიტოვების პრევენცია, ასევე მათი მშობლების განათლება და გაძლიერება ბავშვის აღზრდა-განვითარების სფეროში.
პროცესი მოიცავს დაბადებიდან 7 წლამდე ასაკის განვითარების დარღვევის ან ამ მხრივ რისკის მქონე ბავშვების შეფასებას, მომსახურების დაგეგმვასა და ბუნებრივ გარემოში ან/და ცენტრში მიწოდებას.

პროგრამა მოიცავს დაბადებიდან 3 წლამდე და საჭიროების შემთხვევაში 7 წლამდე ასაკის განვითარების დარღვევის, ან ამ მხრივ რისკის მქონე ბავშვებისთვის:

** შეფასებას;
** მომსახურების დაგეგმვასა და ბუნებრივ გარემოში მიწოდებას;
** იდენტიფიცირებული ბავშვების კოგნიტური, მოტორული, კომუნიკაციური და ემოციური განვითარების ხელშეწყობას;
** განვითარების შეფერხების პრევენციას;
** მშობლების განათლებასა და გაძლიერებას ბავშვის აღზრდა-განვითარების სფეროში.

ტექნიკური დავალების მიზანი:

თელავის, ყვარლის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში შეირჩეს ბავშვთა ადრეული განვითრების სპეციალისტები ან/და ამ მიმართულებით გადამზადების მსურველები, რომლებიც იმუშავებენ საკუთარ მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის, განვითარების დარღვევის ან ასეთი რისკის მქონე ბავშვების განვითარების სტიმულირებაზე, სკოლამდელ ან ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვასა და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობაზე, ბავშვისა და ოჯახის გაძლიერებაზე, შეზღუდვისა და მიტოვების პრევენციის მიმართულებით.

შესასრულებელი სამუშაოს პერიოდი და სამუშაო დატვირთვა:

- შერჩეული კანდიდატები (საჭიროების შემთხვევაში გადამზადდებიან) და შეასრულებენ სამუშაოებს დროში ერთობლივად გაწერილი, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით.

სავალდებულო მოთხოვნა:

** ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება და ბავშვის ასაკობრივი განვითარების თავისებურებების ცოდნა;
** შეზღუდული შესაძლებლობის ბაშვების საკითხების ცოდნა;
** ოჯახებთან მუშაობის გამოცდილება;
** ანგარიშების მომზადების გამოცდილება;
** მინიმალური ცოდნა თვითმმართველობის საკითხების, სოციალური პროგრამების და ადვოკატობის მიმართულებით;
** დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების და პლატფორმების გამოყენების ცოდნა და უნარები.
** ქვეყანაში არსებული ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით კონვენციების, კანონების და კოდექსის მინიმალური ცოდნა;

ტექნიკური განაცხადი:

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

** აკადემიური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები;
** რეზიუმე (CV);
** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
** 2 რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია;
** პროგრამის შინაარსიდან და სამუშაო დატვირთვიდან გამომდინარე სასურველია აპლიკანტს ჰქონდეს მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ შესაბამისი დოკუმენტაცია შემდეგ ელფოსტაზე: mariam_glakhoshvili@kadc.ge გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ თელავის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში - "თელავი - ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამის სპეციალისტი", ყვარლის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში - "ყვარელი - ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამის სპეციალისტი", ახმეტის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში - "ახმეტა - ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი"

კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ პროექტის მენეჯერს, ნანა ათუაშვილს, ტელეფონის: 593 17 03 19 ან ელ. ფოსტის: nana_atuashvili@wvi.org საშუალებით.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 31 მაისი, 18:00 საათი.

კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი დაუკავშირდება მხოლოდ იმ სუბიექტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

წარმატებას გისურვებთ!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე