Робота для біженців з України
ექიმი ნევროპათოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექიმი ნევროპათოლოგი
მომწოდებელი: პრემიუმ მედსერვისი
გამოქვეყნდა: 20 მაისი / ბოლო ვადა: 20 ივნისი
კლინიკა "პრემიუმ მედსერვისი" აცხადებს ვაკანსიას ექიმი ნევროპათოლოგის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სპეციალობაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სახელმწიფო სერტიფიკატის წარმოდგენა;
** მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 3 წელი.
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პაციენტების დიაგნოსტირება და მკურნალობა;
** საერთაშორისო გაიდლაინების და შიდა პროტოკოლების ზედმიწევნით ცოდნა;
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა.
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
** გუნდური მუშაობის უნარი.

ანაზღაურება: შეთანხმებით (დამოკიდებულია კადრის კვალიფიკაციაზე)
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე: tatishvilimerabi@gmail.com

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე