|
დასახელება:
უმცროსი დისპეჩერი
|
| მომწოდებელი:
კაუკასუს აუტო
|
|
გამოქვეყნდა: 20 მაისი
/ ბოლო ვადა: 20 ივნისი
|
"კაუკასუს აუტო", 21-წლიანი გამოცდილებითა და მილიონამდე იმპორტირებული ავტომობილით, 700-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. ლოგისტიკის, გაყიდვების, მომხმარებლებზე ზრუნვის, მარკეტინგის, ფინანსების, მენეჯმენტისა და ბიზნესის განვითარების პროფესიონალების მუშაობის შედეგად, დღეს "კაუკასუს აუტო" საერთაშორისო ლოჯისტიკური ინდუსტრიის ლიდერია. ვგეგმავთ ინოვაციურ პროექტებს, ვნერგავთ მრავალფეროვან და საინტერესო შესაძლებლობებს და ახალი მიზნებით მივიწევთ წინ. ოფისი 9 ქვეყანაში გვაქვს (საქართველო, უკრაინა, ემირატები, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, სომხეთი, აზერბაიჯანი, პოლონეთი) და საერთაშორისო ზრდას აქტიურად განვაგრძობთ.
მისი ისტორია 2004 წელს თბილისში დაიწყო და დღეს მოიცავს მილიონამდე იმპორტირებულ ავტომობილს, ათასობით წარმატების ისტორიას და 700-ზე მეტ პროფესიონალს. კომპანიის ზრდა და განვითარება შესაძლებელი გახდა სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალური თანამშრომლობით, რის შედეგადაც დღეს კომპანია ლოგისტიკის სფეროში მსოფლიო დონის ლიდერია.
"კაუკასუს აუტოში" ლოგისტიკის გუნდში უმცროს დისპეჩერს ვეძებთ, რომელიც პასუხისმგებლობაშიც შევა:
** გადაზიდვების დაგეგმვაში მონაწილეობა და კოორდინაცია, რათა უზრუნველყოფილი იყოს კონტეინერების დროული გადაადგილება პორტებსა და კომპანიის საწყობებს შორის;
** ყოველდღიური სამუშაო გრაფიკის მართვა და კონტროლი, მარშრუტების სწორად დაგეგმვა და მიწოდების ვადების დაცვა;
** გადაზიდვების პროცესის მუდმივი კონტროლი და თითოეული გადაადგილების მიმდინარეობის დაკვირვება;
** მუდმივი კომუნიკაცია მძღოლებთან, საწყობის თანამშრომლებთან და ხელმძღვანელთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს პროცესების გამართული მიმდინარეობა;
** საწყობებთან კოორდინაცია კონტეინერების მიღებისა და ჩატვირთვის პროცესების სწორად წარმართვისთვის;
** ოპერაციების დროს წარმოშობილი პრობლემების დროული იდენტიფიცირება და ეფექტურად გადაჭრა;
** ფაილების სწორად წარმოება, აღრიცხვა და განახლება კომპანიის შიდა წესების შესაბამისად;
** ფაილებთან დაკავშირებული კომუნიკაციის მართვა - ინფორმაციის მიღება, გადამოწმება და შესაბამის პირებთან დროული გადაცემა;
** სისტემებში ინფორმაციის სიზუსტის უზრუნველყოფა და მისი დროული განახლება;
** საწყობში კონტეინერების განთავსებისა და შენახვის დროის კონტროლი, სივრცის ეფექტურად გამოყენების მიზნით;
** სამუშაო პროცესების შეფასებაში და გაუმჯობესებაში მონაწილეობა, ეფექტურობის გაზრდისა და ხარჯების შემცირების მიზნით.
მოთხოვნები:
** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
** Microsoft Office-ში მუშაობის გამოცდილება
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ლოგიკური აზროვნების უნარი
თუ ეს ყველაფერი გაინტერესებთ, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა - https://caucasusauto.selfrecruit.ge/s/FWbeC
ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გუნდი, კარგი სამუშაო გარემო და განვითარების შესაძლებლობა. გელოდებით!
|
|
|
|