|
დასახელება:
საწყობის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ჯიბე cash & carry
|
|
გამოქვეყნდა: 20 მაისი
/ ბოლო ვადა: 20 ივნისი
|
კომპანია "ჯიბე Cash & Carry", რუსთავის ფილიალში აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.
"ჯიბე Cash & Carry" არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს.
სამუშაო ადგილი: რუსთავი, თოდრიის #11
სამუშაო გრაფიკი: 6 დღე, 09:00-17:00
ანაზღაურება: 1700₾ (გამოსაცდელ პერიოდში I თვე - 1500, II თვე - 1600₾, მესამე თვიდან 1700 ₾)
საწყობის მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობები:
** მაღაზიაში პროდუქციის მიღების პროცესის სრული კონტროლი: პროდუქციის მითვლა, ზედნადების შედარება, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება (მაღაზიის მართვის პროცედურა);
** მიღებული პროდუქციის დახარისხებისა და საწყობში განთავსების მონიტორინგი;
** სავაჭრო დარბაზისათვის პროდუქციის დროულად მიწოდების უზრუნველყოფა
** პროდუქციის შენახვისათვის საჭირო სანიტარული-ჰიგიენური ნორმებისა და ტემპერატურული რეჟიმების მონიტორინგი საწყობის ტერიტორიაზე;
** პროდუქციის ვადების კონტროლი, შესაბამისი მომწოდებლებისა და კატეგორიის მენეჯერის დროული ინფორმირება;
** "წითელი ნაშთები"-ს კონტროლი; ("წითელი ნაშთების" განმარტება მოცემულია დოკუმენტში "მაღაზიის მართვის პროცედურა")
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს მუდმივი მონიტორინგი, მაკორექტირებელი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: აუცილებელია გამოცდილება საწყობის მენეჯერის პოზიციაზე
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@jibe.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ლოკაცია.
ტელ: +995 557306169
|
|
|
|