|
დასახელება:
სამაცივრე საწყობის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ჯიბე cash & carry
|
|
გამოქვეყნდა: 20 მაისი
/ ბოლო ვადა: 20 ივნისი
|
კომპანია "ჯიბე Cash & Carry", რუსთავის ფილიალში აცხადებს ვაკანსიას სამაცივრე საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.
"ჯიბე Cash & Carry" არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს.
სამუშაო ადგილი: რუსთავი
სამუშაო გრაფიკი: 09:00-17:00 სთ, კვირაში 6 დღე
ანაზღაურება: 1300 ₾
ვაკანტური ადგილი: 2
მოლარის ფუნქცია-მოვალეობები:
** სამაცივრე კონტეინერსა და დარბაზში არსებულ მაცივრებში პროდუქციის შენახვის ტემპერატურული და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მუდმივი მონიტორინგი, ტექნიკური ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მაღაზიის მენეჯერის დროული ინფორმირება;
** პროდუქციის ვადების მონიტორინგი და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება მაღაზიის საწყობის მენეჯერისათვის;
** სამაცივრე პროდუქციის მიღების პროცესში მონაწილეობა: პროდუქციის მითვლა, ზედნადებისა და რეალური პროდუქციის შედარება, შეუსაბამობის შემთხვევაში სათანადო რეაგირება;
** სავაჭრო დარბაზში არსებული მაცივრების დროული შევსება შესაბამისი პროდუქციით;
** სამაცივრე პროდუქციის შეკვეთის პროცესში მონაწილეობა;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@jibe.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ლოკაცია.
ტელ: +995 557 30 61 69
|
|
|
|