Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=723106&print=yes&view=jobs
 
სოციალური მედია მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური მედია მენეჯერი
მომწოდებელი: Setanta Bet
გამოქვეყნდა: 20 მაისი / ბოლო ვადა: 20 ივნისი
"Setanta Bet" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედია მენეჯერის თანამდებობაზე.

ლოკაცია: თბილისი (სასტუმრო "სტამბა" კოსტავა #14)
სამუშაო ფორმატი: ოფისიდან (კვირაში 1 დღე დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობით)
ინდუსტრია: გემბლინგი/სათამაშო ბიზნესი

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს

Setanta Bet-ის გუნდი ეძებს ენერგიულ, კრეატიულ და მოტივირებულ სოციალური მედია მენეჯერს, რომელიც ჩაიბარებს კომპანიის სოციალური არხების მართვას, იზრუნებს აუდიტორიასთან აქტიურ კომუნიკაციასა და ბრენდის ციფრული იმიჯის განვითარებაზე.

ფუნქცია - მოვალეობები:

** კონტენტის შექმნა, მართვა და განთავსება
** კონტენტის დეპარტამენტისგან მიღებული მედია გეგმის გათვალისწინებით, კომპანიის სოციალური მედიის ჩენელების მიზნობრივ გვერდებზე კონტენტის განაწილება და განთავსების უზრუნველყოფა;
** მონიტორინგი და განახლება
** მიზნობრივ გვერდებზე განთავსებული ინფორმაციის მუდმივი მონიტორინგი, განახლება და საჭიროების შემთხვევაში პასუხისმგებელ პირებთან კომუნიკაცია;
** კომპეტენციების ფარგლებში, უშუალო მენეჯერისგან მიღებული სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება.

კომპეტეციები და უნარები:

** სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კონტენტის შექმნისა და მართვის გამოცდილება;
** ქოფირაითინგის გამოცდილება (გამართული ტექსტების წერის უნარი);
** სპორტის სფეროს ცოდნა/ინტერესი ჩაითვლება დიდ უპირატესობად.
** კრეატიული აზროვნება;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი და გამოცდილება;
** სწრაფად ცვალებად და დინამიკურ გარემოში მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მეილზე: careers@setanta.bet
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია