|
დასახელება:
მორიგე სანიტარი
|
| მომწოდებელი:
ხონელიძის კლინიკა
|
|
გამოქვეყნდა: 20 მაისი
/ ბოლო ვადა: 20 ივნისი
|
შპს "ხონელიძის კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას სამშობიარო ბლოკის მორიგე სანიტრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი, ლორთქიფანიძის ქ. N11.
სამუშაო გრაფიკი: 24 სთ.იანი ყოველ მე-3 ან მე-4 დღეს.
ძირითადი მოვალეობები:
** ახორციელებს მის სამუშაო ერთეულში არსებული ოთახების/სამშობიარო ბლოკის/სასტერილიზაციოს/კაბინეტების და სანიტარულ კვანძების დალაგება-დასუფთავებას კლინიკაში არსებული გრაფიკების და პროტოკოლების მიხედვით.
** ეხმარება უფროს მედდას მედიკამენტების, ხელსაწყოების, აღჭურვილობის განყოფილებაში მიტანაში.
** იღებს დიასახლისისგან და უზრუნველყოფს თეთრეულის, საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ჭურჭლისა და სარეცხი საშუალებების სათანადო შენახვას და გამოყენებას.
** აწარმოებს ნარჩენების შეგროვება- დახარისხებას, გატანას და სააღრიცხვო ჟურნალში გატარებას .
** სანიტარიული და ჰიგიენური რეჟიმის დაცვა.
** მუდმივად მონაწილეობს სახელმწიფო გაიდლაინების და პროტოკოლების განხილვაში, სემინარებსა და ტრენინგებში.
** მელოგინეთა მნახველის /ვიზიტორის ზედამხედველობაზე კონტროლი.
** ასრულებს ხელმძღვანელის ბრძანებებს, მითითებებს და დავალებებს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ მისამართზე: L.khonelidze.clinic@gmail.com
|
|
|
|