Робота для біженців з України
ბილეთების კონტროლიორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბილეთების კონტროლიორი
მომწოდებელი: Tourinvest
გამოქვეყნდა: 20 მაისი / ბოლო ვადა: 20 ივნისი
აღმოაჩინე საუკეთესო გარემო შენი განვითარებისთვის!

"ტურინვესტ ჯგუფი" აცხადებს სეზონურ ვაკანსიას საბაგირო გზა "არგო"-ს ზედა სადგურზე ბილეთების კონტროლიორის პოზიციაზე.

ჩვენ ვქმნით გარემოს, რომელიც თავად ზრუნავს ადამიანებზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საბაგირო გზის ვიზიტორების ბილეთების შემოწმება და კონტროლი;
** ელექტრონული ან ბეჭდური ბილეთების ვალიდურობის გადამოწმება;
** უბილეთო ვიზიტორების ინფორმირება ბილეთების შეძენის ლოკაციისა და პროცედურების შესახებ;
** ვიზიტორებისთვის საბაგიროს მუშაობის წესების, უსაფრთხოების ნორმებისა და მომსახურების პირობების გაცნობა;
** სტუმრების თავაზიანი და პროფესიონალური მომსახურება;
** ვიზიტორთა ნაკადის მოწესრიგება და რიგების მართვაში მონაწილეობა;
** საჭიროების შემთხვევაში ვიზიტორების დახმარება მიმართულებებისა და სერვისების მოძიებაში;
** პრობლემური ან კონფლიქტური სიტუაციების მშვიდად და ეფექტურად მართვა;
** ხელმძღვანელისათვის დარღვევების, ტექნიკური შეფერხებების ან საეჭვო შემთხვევების დროული შეტყობინება;
** კომპანიის შიდა რეგულაციებისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ყადირ შერვაშიძის ქ. №78 (საბაგირო გზის ზედა სადგური)
** სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში არაუმეტეს 40 საათი)
** ანაზღაურება: შეთანხმებით
** კვება: უზრუნველყოფილია

კომპანიის შესახებ:

ტურინვესტ ჯგუფი საქართველოში ოპერირებს 2008 წლიდან და 200 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. კომპანიის საქმიანობის მიმართულებები მოიცავს:

** მშენებლობასა და უძრავი ქონების მართვას;
** სასტუმროებისა და რესტორნების ოპერირებას;
** ტურისტული ატრაქციონებისა და სათამაშო ბიზნესის მართვას;
** საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობას.

დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი, რაც ტურინვესტ ჯგუფს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად აქცევს რეგიონში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა განვითარებასა და პროფესიულ წინსვლას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_udacc/

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანია Tourinvest Group მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე