Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=723016&print=yes&view=jobs
 
უფროსი .Net დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი .Net დეველოპერი
მომწოდებელი: პროკრედიტ ბანკი
გამოქვეყნდა: 20 მაისი / ბოლო ვადა: 20 ივნისი
გიყვარს გამოწვევები და სწრაფი განვითარება? შემოგვიერთდი პროკრედიტ ბანკის ინფორმაციული ტექნოლოგიების მობილური ბანკინგის გუნდში!

პროკრედიტ ბანკი საქართველოში 1999 წლიდან ოპერირებს და არის გერმანიაში დაფუძნებული პროკრედიტ ჯგუფის ნაწილი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკისა და გერმანიის ბაზრებზე.

ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ სამუშაო გარემოს, საერთაშორისო სტანდარტებსა და პროფესიულ ზრდას. ჩვენთან შენი ენერგია ფასობს, ინიციატივა აღინიშნება, ხოლო განვითარება — სისტემატურად მხარდაჭერილია. შემოუერთდი გუნდს, სადაც პროგრესი ყოველდღიურია.

ვაკანსია: Senior .Net დეველოპერი

ძირითადი მოვალეობები:

** ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამება
** იღებს გადაწყვეტილებებს (კლასების სტრუქტურაზე, ობიექტებს შორის ურთიერთობაზე, გაფართოებად და ტესტირებად არქიტექტურაზე)
** ახორციელებს რთულ რეფაქტორინგს დიდი კოდის ბაზებში.
** განიხილავს და აუმჯობესებს OOP გადაწყვეტილებებს შესრულების და მასშტაბირებადობის გათვალისწინებით.
** სისტემის პროექტირება, არქიტექტურული პატერნები
** ახდენს მთელი სისტემის ან მისი მნიშვნელოვანი ნაწილის დიზაინს.
** იღებს გადაწყვეტილებებს მონაცემთა ნაკადებზე, სერვისებს შორის კომუნიკაციაზე, სინქრონულ და ასინქრონულ ინტეგრაციაზე
** სისტემის პროექტირებისას ითვალისწინებს scalability, availability, fault tolerance ფაქტორებს
** რელაციური მონაცემთა ბაზები
** ახორციელებს რთულ ოპტიმიზაციას
** მონაცემთა ბაზის დიზაინისას ითვალისწინებს:

o სისტემის მასშტაბირებადობას
o მაღალი ხელმისაწვდომობას
o მდგრადობასა და სანდოობას

** არა რელაციური მონაცემთა ბაზები და კეშირების სისტემები
** იღებს გადაწყვეტილებებს: მონაცემთა კონსისტენტურობაზე, ხელმისაწვდომობაზე, გამძლეობაზე
** ახორციელებს მონაცემთა მოდელირებას: მასშტაბირებადობის, მაღალი დატვირთვის, დაბალი დაგვიანების (low latency) მოთხოვნების გათვალისწინებით
** აერთიანებს NoSQL და cache სისტემებს საერთო არქიტექტურაში.
** ინტეგრაციები, სერვისები და API-ები
** იღებს გადაწყვეტილებებს: REST vs SOAP vs GraphQL არჩევაზე, მესიჯის ფორმატზე, კომუნიკაციის ტიპზე
** API‑ების დიზაინისას ითვალისწინებს: მასშტაბირებადობას, წარმადობას, ხელმისაწვდომობას, უსაფრთხოებას
** კოდის ორგანიზება, დიზაინ პატერნები
** იღებს გადაწყვეტილებებს: პატერნების სწორი არჩევის შესახებ, over‑engineering‑ის თავიდან აცილებაზე
** ახორციელებს რთულ რეფაქტორინგს დიდი კოდის ბაზებში.
** იცავს კოდის ხარისხს გრძელვადიანი მხარდაჭერის ჭრილში.
** Unit და Integration ტესტები
** აყალიბებს ტესტირების სტრატეგიას: (Unit, Integration)
** ამცირებს flaky ტესტებს და აუმჯობესებს ტესტ სიჩქარეს.
** უზრუნველყოფს ტესტების დაფარვას 75% ან მეტი.
** აკავშირებს ტესტებს CI პროცესთან.
** ვერსიების კონტროლი, კოდის კოლაბორაცია
** იღებს გადაწყვეტილებებს branching სტრატეგიის არჩევაზე, release პროცესზე
** უზრუნველყოფს: სუფთა commit ისტორიას სტაბილურ მთავარ branch‑ს

DevOps, CI/CD:

აპროექტებს CI/CD პროცესს შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

o სანდოობა
o სიჩქარე
o ავტომატიზაციის დონე

** ამცირებს ხელით პროცესებს და რელიზის რისკებს
** მონაწილეობს production incident‑ების ანალიზში DevOps ჭრილში.
** სისტემის უსაფრთხოება, უსაფრთხო დეველოპმენტი
** წერს და აუმჯობესებს კოდს უსაფრთხოების გათვალისწინებით.
** ახორციელებს არსებული სისტემების უსაფრთხოების ოპტიმიზაციას, vulnerabilities‑ების აღმოჩენასა და remediation‑ს
** შეუძლია განახორციელოს აუტენტიფიკაციისა და ავტორიზაციის სქემების დიზაინი
** უზრუნველყოფს ტექნიკური ცოდნის გაზიარებას გუნდის ფარგლებში.
** უწევს კონსულტაციას გუნდის წევრებს რთულ ტექნიკურ საკითხებზე (არქიტექტურა, კოდის ხარისხი, შესრულება, უსაფრთხოება).
** ეხმარება გუნდის წევრებს არსებული სისტემებისა და კოდის ბაზის უკეთ გააზრებაში.
** მონაწილეობს კოდის რევიუებში ტექნიკური ხარისხის და არქიტექტურული შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით.
** ახდენს ტექნიკური best practices-ების გავრცელებას გუნდში (კოდის ორგანიზება, ტესტირება, არქიტექტურული მიდგომები).
** მონაწილეობს ახალ თანამშრომელთა ტექნიკურ ონბორდინგში
** უზრუნველყოფს ტექნიკური სტანდარტების დაცვას საკუთარი პასუხისმგებლობის ფარგლებში.
** აფიქსირებს ტექნიკურ რისკებს და შესაბამის საკითხებს აცნობს უშუალო ხელმძღვანელს.

მოთხოვნები:

** OOP-ისა და SOLID-ის პრინციპების ცოდნა
** C#: Reflection/Attributes, Expression Trees, Span/Memory, IDisposable/Finalizer პატერნები, GC-ის მექანიზმების ცოდნა
** Parallel Programming: TPL, Parallel LINQ (PLINQ), async concurrency limits, thread pool tuning-ის ცოდნა
** Networking: HttpClient lifetime, Sockets (საბაზისოდ), resiliency (retry/backoff, circuit breaker-ის .NET გარემოში) ცოდნა
** Hosting & Deployment: Kestrel/IIS/Reverse proxy მოდელები, self‑contained vs framework‑dependent deployment ცოდნა
** tracing/activity, structured logging (Scopes), exception telemetry; Performance profiling ცოდნა
** Token‑based auth (JWT), claims/roles, Data protection APIs, encryption/hashing ცოდნა
** Interop: COM/native interop, unsafe code ცოდნა
** კოდის ოპტიმიზაციის ალგორითმები და მათი OOP რეალიზაციის ცოდნა
** Domain‑Driven Design, CQRS Event Sourcing -არქიტექტურულ პატერნების ცოდნა მაღალ დონეზე
** OLTP და OLAP სისტემების განსხვავებების სიღრმისეული ცოდნა
** SQL Sever ინდექსების, სტატისტიკების, Query Execution Plan‑ის ანალიზის საფუძვლიანი ცოდნა
** CAP თეორემის და BASE კონცეფციის ცოდნა
** NoSQL და cache სისტემების საფუძვლიანი ცოდნა
** Request-Response, Request-Reaction, Publish-Subscribe ინტეგრაციის პატერნების ცოდნა:
** Messaging სისტემებთან/ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება (მაგ.: RabbitMQ, EMS, MassTransit, Kafka).
** არქიტექტურულ მიდგომების საფუძვლიანი ცოდნა:

o Layered Architecture
o Clean Architecture
o Onion Architecture
o Feature‑based Architecture

** Behavior Driven Development (BDD) მიდგომების ცოდნა Unit & integration ტესტების ჭრილში
** Git‑ის advanced შესაძლებლობების (reset, reflog, hooks, actions) ცოდნა
** API და ინტეგრაციების ტექნიკური ცოდნა
** DevOps და CI/CD პრაქტიკების ტექნიკური ცოდნა
** OWASP Top 10 საფრთხეების და მათი პრევენციის გზების ცოდნა
** OAuth 2.0, OpenID Connect, JWT ცოდნა

დაინტერესდი? გაგზავნე შენი რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით —" Senior .Net დეველოპერი" შემდეგ ელ. ფოსტაზე: geo.it.recruiting@procredit-group.com

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 20/06/2026

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს "პროკრედიტ ბანკის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: geo.hr.department@procredit-group.com

სს"პროკრედიტ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ: 2 20 22 22

geo.info@procredit-group.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია