Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=722976&print=yes&view=jobs
 
ოფისის მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: ჰოუმსაიდ ბათუმი
გამოქვეყნდა: 20 მაისი / ბოლო ვადა: 20 ივნისი
დეველოპერული კომპანია "ჰოუმსაიდ ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის თანამდებობაზე.

სამუშაო საათები:

** (ორშაბათი - პარასკევი)
** სამუშაო საათები 10:00 - 18:00

მდებარეობა: ბათუმი

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსული და გასული კორესპონდენციის, წერილების, განცხადებებისა და დოკუმენტაციის რეგისტრაცია, განაწილება;
** კომპანიის დირექტორისა და ადმინისტრაციის დავალებების შესრულების კოორდინაცია;
** შეხვედრების, თათბირებისა და პრეზენტაციების ორგანიზება;
** სატელეფონო ზარების, ელექტრონული ფოსტისა და ოფიციალური კომუნიკაციის მართვა, ინფორმაციის დროული მიწოდება გადაგზავნა ადრესატზე;
** ოფისისთვის საჭირო ინვენტარის, საკანცელარიო და საოფისე მასალების აღრიცხვა და ინფორმაციის მიწოდება შესყიდვებზე;
** საჭიროების შემთხვევაში სამშენებლო ობიექტებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ინფორმაციის მიღება/გადაცემა;
** კომპანიის მეილის მართვა, ყოველდღიურად შემოსული ინფორმაციის დროული მიწოდება გადაგზავნა ადრესატზე;
** სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება ხელმძღვანელობის მითითების შესაბამისად.
** დასაქმებულთა სამუშაოთა დროის აღრიცხვის ფორმის წარმოება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების ცოდნა (მაგ. Microsoft Office)
** ეფექტური კომუნიკაციისა და ორგანიზების უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1, 700 ლარი + დამატებით ბონუსი გაყიდვებიდან

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV/საკონტაქტო ინფორმაცია: homeside.batumi@gmail.com და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ოფის მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია