Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=722948&print=yes&view=jobs
 
ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტი
მომწოდებელი: დეტექტი
გამოქვეყნდა: 20 მაისი / ბოლო ვადა: 20 ივნისი
"DETECT" - სახანძრო უსაფრთხოების სისტემების წამყვანი მომწოდებელი საქართველოში - ეძებს გამოცდილ ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტს პროექტების ღირებულების შეფასებისა და ბიუჯეტირების პროცესების ეფექტურად მართვისთვის.

ჩვენს კომპანიაში გაერთიანებულნი არიან მაღალკვალიფიციური სამონტაჟო ჯგუფები და გამოცდილი პროფესიონალები. ჩვენი მთავარი ფოკუსი ინოვაციებსა და მუდმივ განვითარებაზეა.

სამუშაო პირობები:

** მდებარეობა: თბილისი, გურამიშვილის გამზ. N73;
** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00), პერიოდულად შაბათი (11:00-15:00);
** ხელფასი: 2000-2500 ლარი (საბოლოო შეთავაზება დამოკიდებული იქნება კანდიდატის გამოცდილებაზე).

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** სპორტული აბონემენტი (FitPass);
** სტაბილური პოზიცია მზარდ კომპანიაში.

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტის დეტალური ხარჯთაღრიცხვის მომზადება და ანალიზი;
** სასაწყობე ნაშთების მონიტორინგი და კონტროლი;
** შესყიდვებისა და გაყიდვების მონაცემების ანალიზი;
** Microsoft Excel-ის გამოყენება ფინანსური ანალიზისა და რეპორტინგისთვის (ფორმულები, Pivot Tables, გრაფიკები და ა.შ.);
** ადგილობრივი ბაზრის ფასების კვლევა და ოპტიმალური პირობების იდენტიფიცირება;
** რესურსების განაწილების დაგეგმვა არსებული ინვენტარის მიხედვით;
** შესყიდვების გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან მომიჯნავე სფეროში;
** ენა: ქართული (მშობლიური);
** მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** მშენებლობის, ინჟინერიის ან ტექნიკური პროექტების შეფასების გამოცდილება ჩაითვლება დიდ უპირატესობად;
** Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა;
** ძლიერი ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ამოცანების ორგანიზებულად და დათქმულ ვადებში მართვის უნარი;
** ძლიერი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** საწყობისა და შესყიდვების პროცესების ცოდნა ჩაითვლება პლუსად.

როგორ მოგვმართოთ:

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: info@detect.ge სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია