|
დასახელება:
მოლარე-ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
Ilaria
|
|
გამოქვეყნდა: 20 მაისი
/ ბოლო ვადა: 20 ივნისი
|
ILARIA არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.
კომპანია ILARIA ეძებს მოლარე-ოპერატორს პარტნიორი კომპანიისთვის.
სამუშაო ფორმატი: სრული, on-site
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00
ანაზღაურება: 2 000 ლარი (Net)
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
ჩვენ ვეძებთ პასუხისმგებლიან და დეტალებზე ორიენტირებულ მოლარე-ოპერატორს, რომელიც უზრუნველყოფს ნაღდი და უნაღდო ფინანსური ოპერაციების დროულ და ზუსტ შესრულებას, სალაროს კონტროლსა და მომხმარებელთა ეფექტურ მომსახურებას. პოზიცია მოიცავს როგორც ფინტექ, ასევე კრიპტო ვალუტებთან დაკავშირებული ოპერაციების მართვას, უსაფრთხოების სტანდარტებისა და შიდა პროცედურების დაცვით.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
ოპერაციების მართვა:
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების ოპერაციების განხორციელება;
** მომხმარებლებისგან გადახდების მიღება და თანხის გაცემა;
** კრიპტო ვალუტის შესყიდვის, გაყიდვისა და კონვერტაციის ოპერაციების შესრულება;
** სალაროს ნაშთების კონტროლი და ბალანსის შეჯერება.
მომხმარებელთა მომსახურება:
** მომხმარებლებისთვის ინფორმაციის დროულად და ეფექტურად მიწოდება;
** ფინანსური ოპერაციების პროცესში დახმარებისა და კონსულტაციის გაწევა;
** KYC/იდენტიფიკაციის პროცედურების დაცვა.
** ფინანსური ანგარიშგება და დოკუმენტაცია:
** ყოველდღიური სალაროს ანგარიშგებების მომზადება;
** ოპერაციების პროგრამაში აღრიცხვა;
** შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და არქივირება.
უსაფრთხოება და კონტროლი:
** საეჭვო ოპერაციების იდენტიფიცირება და შესაბამის გუნდთან გადამისამართება;
** AML და უსაფრთხოების პროცედურების დაცვა;
** კომპანიის შიდა პოლიტიკებისა და კონფიდენციალურობის სტანდარტების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება ფინანსების, ბიზნესის ან შესაბამის სფეროში;
** მოლარის, ოპერატორის ან მომხმარებელთა მომსახურების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** სალარო ოპერაციებისა და ფინანსური დოკუმენტაციის წარმოების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია კრიპტო/ფინანსურ სექტორში მუშაობის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაციისა და მომხმარებელთან ურთიერთობის კარგი უნარები;
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე vacancy@ilaria.ge აუცილებელია მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "მოლარე-ოპერატორი".
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგ"-ს (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის.
გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.
თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge
|
|
|
|