|
დასახელება:
მთავარი ბუღალტრის დამხმარე
|
| მომწოდებელი:
მედ-დიაგნოსტიკა
|
|
გამოქვეყნდა: 20 მაისი
/ ბოლო ვადა: 20 ივნისი
|
სამედიცინო დაწესებულება "მედ დიაგნოსტიკა" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის დამხმარეს პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-19:00 საათამდე;
ანაზღაურება: 1500 ლარი (NET)
ფუნქცია მოვალეობები:
** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის დამუშავება და აღრიცხვა;
** ინვოისების, მიღება-ჩაბარების აქტებისა და სხვა ფინანსური დოკუმენტების მომზადება;
** საბანკო ოპერაციების კონტროლი და შესაბამისი ინფორმაციის ასახვა;
** მომწოდებლებთან და პარტნიორ კომპანიებთან ანგარიშსწორებების კონტროლი;
** ბუღალტრული პროგრამაში მონაცემების შეყვანა და განახლება;
** ფინანსური და საგადასახადო დოკუმენტაციის მოწესრიგება/არქივირება;
** მთავარი ბუღალტრის მხარდაჭერა ყოველდღიურ სამუშაო პროცესში;
** საჭირო ანგარიშგებებისა და ცხრილების მომზადებაში მონაწილეობა;
** კანონმდებლობით განსაზღვრული ფინანსური პროცედურების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის განათლება ფინანსების/ბუღალტერიის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელური
შერჩევის ეტაპები:
** რეზიუმეს გადარჩევა;
** ინდივიდუალური გასაუბრება
ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად უნდა გამოაგზავნონ ელფოსტაზე : careers@med-diagnostics.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და თქვენთვის მისაღები გრაფიკი.
გაცნობებთ, რომ "შპს მედ-დიაგნოსტიკა" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.
|
|
|
|