|
დასახელება:
სატელეფონო გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
გლობალ ერთი
|
|
გამოქვეყნდა: 20 მაისი
/ ბოლო ვადა: 18 ივნისი
|
სატელეკომუნიკაციო კომპანია "s.s. გლობალ ერთი" აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. 6
სამუშაო გრაფიკი: 10.00-19.00; ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით; შესვენება 1 საათი;
ანაზღაურება: ფიქსირებული + გამომუშავებით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** კეთილსინდისიერება, საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობა
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა
** ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად
** გამოცდილება გაყიდვებში (სატელეკომუნიკაციო სფეროს უპირატესობა იქნება)
ძირითადი მოვალეობები:
** დადგენილი გეგმით ზარების განხორციელება, სატელეკომუნიკაციო მომსახურებებზე შეთავაზების გაკეთება
** პოტენციური კლიენტების მოძიება როგორც სატელეფონო კომუნიკაციის, ასევე საჭიროების შემთხვევაში სამუშაო ადგილის გარეთ შეხვედრის და მოლაპარაკების გზით, მოზიდვა და ხელშეკრულების გაფორმებამდე ჩართულობა.
გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV, არაუგვიანეს 2026 წლის 18 ივნისისა შემდეგ მისამართზე: hr@global-erty.net და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება
აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ და გვაძლევთ უფლებამოსილებას დავამუშაოთ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია - პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.
|
|
|
|