Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=722910&print=yes&view=jobs
 
მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: ბუფეტი 3
გამოქვეყნდა: 20 მაისი / ბოლო ვადა: 20 ივნისი
შპს "ბუფეტი 3" აცხადებს ვაკანსიას კაფე "ბუფეტი 3"-ის მზარეულის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 1200-1500 ლარი, გამოცდილებიდან გამომდინარე.

ძირითადი მოვალეობები:

** ყველა შეკვეთის ზედმიწევნით შესრულება, რეცეპტების შესაბამისად;
** ახალი რეცეპტების შექმნაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
** კერძის მოსამზადებლად ყველა საჭირო ინგრედიენტის მომარაგება;
** ინვენტარის და ინსტრუმენტების მოხმარების წესების დაცვა;
** სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა, სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად;
** სამზარეულოს დანადგარების და აღჭურვილობის მონიტორინგი;
** მარაგების შეკვეთის აღწერა და განხორციელება

საჭირო უნარები და მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დამატებითი სარგებელი:

** პროფესიული განვითარება;
** კონკურენტული ანაზღაურება;
** დაზღვევა;
** კვება

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 25 მაისამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vladimer.sokolovi@gmail.com სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "შპს ბუფეტი 3-მა", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია