Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=722907&print=yes&view=jobs
 
ფინანსური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური მენეჯერი
მომწოდებელი: რეპროარტი
გამოქვეყნდა: 20 მაისი / ბოლო ვადა: 20 ივნისი
"ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი" 2012 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს რეპროდუქციული მედიცინის მიმართულებით და უზრუნველყოფს ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სრული სპექტრის მომსახურებას.

შპს "ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, სულხან ცინცაძის ქ. #23
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე.

პოზიციის აღწერა:

ფინანსური მენეჯერი პასუხისმგებელია კლინიკის ფინანსური პროცესების ეფექტურ მართვაზე, ფინანსური ანალიზისა და ანგარიშგების მომზადებაზე, ბიუჯეტირების პროცესის კონტროლსა და ფინანსური ოპტიმიზაციის უზრუნველყოფაზე. პოზიცია მოიცავს როგორც ყოველდღიური ფინანსური პროცესების მართვას, ასევე სამედიცინო პროგრამებისა და სერვისების ფინანსურ ანალიზს.

ძირითადი მოვალეობები:

** კლინიკის ფინანსური პროცესების მართვა და კონტროლი;
** ბიუჯეტის დაგეგმვა და შესრულების მონიტორინგი;
** ფინანსური ანგარიშგებების მომზადება;
** შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზი;
** ბანკებთან, აუდიტორებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან კომუნიკაცია;
** ფინანსური დოკუმენტაციის კონტროლი და ოპტიმიზაცია;
** ხელმძღვანელობისთვის ფინანსური ანალიტიკისა და რეკომენდაციების მომზადება;
** სამედიცინო სერვისების თვითღირებულებისა და ფასწარმოქმნის მოდელების მომზადება;
** კლინიკაში მიმდინარე სამკურნალო პროცესების (მათ შორის IVF/სუროგაციის/დონაციის პროგრამების და სხვა) ფინანსური კალკულაციების შედგენა, მართვა და აუდიტი;
** პარტნიორული შეთავაზებებისა და პაკეტების ფინანსური ანალიზი;
** სერვისების მომგებიანობის შეფასება და ოპტიმიზაციის რეკომენდაციების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
** Excel-ის და ფინანსური პროგრამების კარგი ცოდნა;
** ფინანსური მოდელირებისა და კალკულაციების მომზადების გამოცდილება;
** ანალიტიკური და ორგანიზაციული უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ინგლისური ენის ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ CV გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტაზე: m.kozmanashvili@reproart.ge

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 20 ივნისი, 2026 წელი

Subject ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია