Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი/ბარისტა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი/ბარისტა
მომწოდებელი: ბუფეტი 3
გამოქვეყნდა: 20 მაისი / ბოლო ვადა: 25 მაისი
შპს "ბუფეტი 3" აცხადებს ვაკანსიას კაფე "ბუფეტი 3"-oს მოლარე-კონსულტანტი/ბარისტას პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას 33ა
სამუშაო გრაფიკი: 8 საათი, 5 სამუშაო დღე
ანაზღაურება: 1000-1200 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია;
** მომხმარებლის ინფორმირება პროდუქციის ასორტიმენტთან, შიგთავსთან დაკავშირებით;
** მომხმარებლის ინფორმირება მიტანის/შეკვეთის ან სხვა სახის სერვისებთან დაკავშირებით;
** სალაროსთან მუშაობა;
** მიღებული პროდუქციის დათვლა და კონტროლი;
** მიღებული პროდუქციის სწორი თანმიმდევრობით რეალიზაციის უზრუნველყოფა;
** სამუშაო გარემოს სისუფთავეზე ზრუნვა;
** მომსახურების სტანდარტების გაცნობა და დაცვა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.

ჩვენ ვითხოვთ:

** საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება სასურველია;
** პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარს;
** დროის მართვის უნარი;
** სამუშაო პროცესების დელეგირების უნარი;
** სასურველია უცხო ენების ცოდნა.

ჩვენ ასევე გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას;
** უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 25 მაისამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vladimer.sokolovi@gmail.com სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "შპს ბუფეტი 3-მა", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე